ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 დეკემბერი, 2018


ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი (წერილი კაცობრიობას)

სიყვარულის რაობა

სიყვარული ადამიანზე ზეაღმატებული არსებაა.
ის ჩვენს შემდეგ იბადება ჩვენში და ჩვენთან ერთად ხდება მისი  გარდაცვალება .
ის არის ჩვენში მეორე ადამიანი.
ის არის ჩვენში შეგრძნებათა კომპლექსური ერთობლიობა, რომელშიც შეგრძნებათაგან, ერთხელ ხდება დაბადება მისი, შემდგომ ამისა მუდმივად სიცოცხლისუნარიანია ჩვენში და აგრძელებს არსებობას ჩვენთან ერთად, მანამ ჩვენს გარდაცვალებამდე.
არ არსებობს შეგრძნებათა კომპლექსიდან რომელიმე ერთ სფეროში ის წარმოიშვას რამდენჯერმე, ან თუნდაც ერთიდაიმავე პიროვნების მიმართ რამდენჯერმე. არა ეს შეუძლებელია.
მამა გარდაიცვალა, მამა–შვილური სიყვარული ვერ წარმოიშობა ჩემში, სხვა კაცის მიმართ,
ანდა გავეყარე ცოლს ან ქმარს. ეს სიყვარული დაკონსერვდა ჩემში კოდირებულად, რომელიც მასთან შერიგებისას ვეღარ აღდგება .
პირამიდულია მასში შეუღწევლობა ხელმეორედ.
სიყვარული  სფეროებად იყოფა ჩვენში, რადგან მის დაბადებას ჩვენი დაბადება უსწრებს წინ.  ჩვენში,  სიცოცხლის ჩასახვისთანავე იწყებს შეგრძნებები აღმოცენებას და განვითარებას.
პირველად დედის მიმართი სიყვარული იბადება ჩვენში ჩასახვისთანავე, შემდეგ მის მიმართ, ვინც  იწყებს დედასთან ერთად ჩვენზე ზრუნვას და ამას გამოხატავს ხმოვანებით თუ მოქმედებით , ჩვენთან შეხებებით.
ხოლო დაბადების შემდგომ უკვე, ჩვენი მხედველობისა და გონების ურთიერთშეჯერებული დასკვნიდან ვახდენთ სხვადასხვა ტიპის  და სფეროს  სახით სიყვარულის  დაბადების ხელშეწყობას ჩვენში, რომელიც გრძელდება ანდა იბლოკება კოდურად ჩვენს ტვინში ერთხელ წარმოშობითა და შეწყვეტის გზით, სიყვარულის განმეორება ან განახლება არ ხდება. მისი შეწყვეტის შემდეგ ამა თუ იმ პიროვნებასთან გრძელდება ან არ გრძელდბა, მხოლოდ, ჩვეულებრივი ურთიერთობა,  როგორც ეს ნებისმიერ სხვა სუბიექტთან არის.
სიყვარულის განმეორება შეუძლებელია სამყაროში ერთი და იმავე ნივთის, პირის, ობიექტის ან გარემოების მიმართ,  რადგან ის იბლოკება  კოდურად ჩვენს ტვინში,  პირველივე შემთხვევაში საამისო საფუძვლის რეალური შედეგის დადგომისთანავე. ერთჯერადი კოდით, რომელსაც ჩვენ ვერ გავხსნით, ვერ აღვადგენთ ვერცერთ შემთხვევაში.
როგორც ეს, ჩვენი გარდაცვალების შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენში სიცოცხლის აღდგენა, რადგან სიცოცხლეც არის კოდური და ხდება მისი დაბლოკვა ჩვენში, შეუცნობელი საფუძვლით, გარკვეულ პირობებსა, გარემოებებსა და  ვითარებაში.
სიყვარული, ისევე, როგორც ჩვენი სიცოცხლე  ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, განუყოფელია ის ჩვენში, ჩვენი სიცოცხლისაგან, რადგან მის გარეშე ნებისმიერ სფეროში უმოქმედობა  იმდენად ძლიერდება, რომ შესაძლებლობებს აჩერებს ის ჩვენში, უმართავი ხდება  ჩვენი შემადგენლობა ფიზიკური და ინტელექტუალური თვალსაზრისით. რადგან ისინი არ არის საკვები, რომელიც შეიძლება რამდენიმე ხნის შემდეგ განმერებით მოამზადო ან მიიღო.
სიცოცხლე და სიყვარული სხეულზე ბევრად ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, უხილავი და მმართველი ჩვენი მთელი არსებობის მანძილზე.
ეს არის ყველაფერზე ძლიერი ერთობლიობა ადამიანის სხეულში, რომელთა გარეშეც სხეული იქცევა , უბრუნდება პირველად მდგომარეობას, ანუ პროდუქტად და მისსავე საკვებად , რომელიც ჩვენი სხეულის გაზრდას და შენარჩუნებას უწყობს ხელს და უნარჩუნებს მას ფორმას.
ეს არის ძლიერი თემა რომელზედაც ჯერ არცერთი მეცნიერი არ მუშაობს  ამ ორი ძალის ურთიერთობასა , წარმოშობასა, არსებობის მაქსიმალურობასა, მის შენარჩუნებასა და მუდმივობის შესახებ, თუმცა თვით ადამიანები, მეცნიერება  სივრცულ ობიექტებს იკვლევს.  არის საოცარი აღმოჩენები, კვლევები და დასკვნები, ასევე პლანეტების შესახებაც, მზის სისტემაში შეღწევა, პლანეტებზე სიცოცხლის დანერგვის მცდელობები და ა. შ. მაგრამ, თვით ამის ამომხნელს ადამიანს არ აქვს შეცნობილი და გამოკვლეული თავისი უხილავი ძალები თავის თავში არსებული,
ადამიანი გამოუკვლეველი და სრულად შეუსწავლელი ობიექტია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები