მომწერ? შენ მკითხე წინა წერილში. მინდა იცოდე.: რომ მე ვიფიქრე ამაზე ბევრი იცი? საერთოდ, მინდოდა შენთვის ბევრი რამ მეთქვა. საერთო ჯამში. მაგრამ, ახლა კი მინდა გულწრფელად გითხრა რომ სათქმელს თავს ვეღარ ვართმევ. გამჭირვებია ჯერ ასე თითქმის არცარაფერი, ამდენი ფიქრიც თან დამღლელია. ხო, დღეს გათენდა ჩვეულებრივად, უმიზეზოდ და უფერო ცასთან ასოცირდება აქ ჩემი ყოფნა. სიცარიელე დგას ქუჩაშიაც დღეს სამდურავი ქუჩისგან მყოფდა. კარგია ხანაც დაცლილი ქუჩა ხეებსაც რაღაც სიჩუმე მოაქვს მეგებებიან როდესაც ქუჩად. მერე იცი რა? ძნელია მეტად ყოფნა სად ტკივილს ბოლო არ უჩანს. მე გიპასუხე დასმულ კითხვაზე. ხომ გიპასუხე ახლა შენ მითხარ რაც ჩვენში დღემდე ავად თუ კარგად შენ გახსოვს კიდევ? ძალაში დარჩა?
გუშინ აქ დიდი ქარები იყო როგორღაც დილას რიჟრაჟზე ჩაცხრა. ხოო, კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა, მინდა რომ ვიყო აპრილის მომსწრე, თეთთრი ტყემების ფეთქვასაც ავყვე მითხარი ახლა , ველოდო? მომწერ? ან თუ ვიხილვებ ემაგ შავ მაყვლებს. ხო მართლა კიდევ რამ დამავიწყა წარსული ღამით ოთახში დადის მე კი დათმენის ძაფი გამიცვდა. მითხარი რა ვქნა? ველოდო? მომწერ?