ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2009


მთებისკენ, გაზაფხულისკენ...

სამთულებსა და ცისთვალებს -
მწვერვალთა ლამაზ დობილებს,
ვისი ტრფიალიც სიცოცხლეს
იოლად დამათმობინებს.
ბარიდან ვეჩურჩულები,
ვუძღვნი ამ ლექსის პროფილებს,
უნდა გესტუმროთ, თორემ იმ
ერთ ნახვას რას ვიმყოფინებ?
თქვენი მადლია, ეს გული
დღემდე რომ კიდევ ფოფინებს!
ეს თქვენ მაჩუქეთ სინაზე,
სტრიქონებად რომ მოვფინე...
თქვენგან მჭირს ეს სიყვარულიც,
სულ მშვენიერზე მომბირე...
სულ სიზმრად გხედავთ, მზისდარნო,
ცვარ-ნამით პირდაოფლილებს,
ამოვალ, მალე ამოვალ,
მხრებსა ვშლი, უნდა მოვფრინდე,
ისეთს მოგიყვანთ დაიას,
მოფერება რომ მოგინდეთ,
თქვენსავით ლამაზი არის,
აყვავდით, გზები მოგვინთეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები