ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2019


უ ც ნ ა უ რ ო ბ ა ნ ი(მინი ბაღიდან)

უ ც ნ ა უ რ ო ბ ა

ახლა თითქმის ყველაფერზე ვფიქრობ,
ახლა ეს უკვე სრულყოფილად შემიძლია,
მომწონს ფიქრი,
ფიქრი მიყვარს კიდეც, უკვე ძალიანაც კი  შემაყვარა თითქმის მან თავი,
დამიმეგობრდა კიდეც, შეიძლება ითქვას.
დიახ, დიახ, ვფიქრობ, შევძელი ეს, თანაც ყველაფერს.
შენ მეკითხები, რას ვფიქრობ?
ვფიქრობ შენზე., ვფიქრობ ახალ წელზე, როგორი იქნება ის, რას მომიტანს, როგორ შეცვლის ჩემს ცხოვრებას, რა იქნება კარგი, ანდა  რა იქნება უკეთესი. საინტერესო.
ვფიქრობ ჩემს მიწაზე, არა ჩვენს მიწაზე, ჩემს ცაზე, არა ჩვენს ცაზე,  ჩემს სოფელზე, არა ჩვენს სოფელზე, ჩემს ქალაქზე, არა ჩვენს ქალაქზე, ჩემს სამყაროზე, არა ჩვენს სამყაროზე, რეალობაზეც ვფიქრობ, ირეალობაზეც ვფიქრობ, სხვაგვარად მოსაწყენია ალბათ ფიქრიც კი.
და ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე და ყველა შემდგომზე..... 
უსასრულობამდე მიყვარს ყველაფერი,
არ შემიძლია აქ არსებობა შენს გარეშე, არა თქვენს გარეშე.... არასდროს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები