| ავტორი: ანა-ბანა ჟანრი: პროზა 11 იანვარი, 2019 |
ლექციიდან მოვდივარ შემცივნული. საღამოა და დაძაბული ვუსმენ ჩემ ზურგს უკან ყველა ჩქამს. უცებ მესმის კატეგორიული, გაღიზიანებული ხმა: - რამდენჯერ უნდა გითხრა, არა მაქვს ფული! არ მაქვს სამი ლარი! ახლა არ დამიწყო, მაშინ ორიო, არც ორი ლარი მაქვს, არც ერთი! გუშინაც გაგაფრთხილე, არ მთხოვო ფული, გუშინწინაც, იმაზე ადრეც. ხვალ აღარ მითხრა! ფული დედაშენს აქვს და იმას გამოართვი! მე აღარასდროს მომთხოვო! რით ვერ გაიგე, არ მაქვს ფული! ერთხელ მაინც ჩამატარე მშვიდად ამ სადღეღამისო ჯიხურთან!
აქ გაღიზიანებული ტონი თითქმის ყვირილამდე მივიდა და მეც განზე გავდექი, გავატარე უკან მომავლები. საღამოა მაინც და რა ვიცი, აბა. გადამისწრეს. ხელიხელჩაკიდებული მამა-შვილი იყვნენ. მამა - ახალგაზრდა კაცი, სპორტულებში. შვილი - ხუთიოდე წლის გოგონა. ყელში ბურთი მომაწვა. მეც ვიცი, რომ ფული როცა მჭირდება, უცხოეთში მოხუცის მომვლელად სამუშაოდ წასულ დედას უნდა დავუკავშირდე. ჩემთვის ეს არავის აუხსნია კატეგორიული ტონით, მაგრამ იმ ხუთი წლის გოგონაზე უფროსი ვარ და ვიცი, მამა წლებია უკვე უმუშევარია, ფულის თხოვნით კი უხერხულ მდგომარეობაში არ მინდა ჩავაგდო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მგონი აქ ერთი კი ადა ორი მოკლე მონოლოგია. ერთი ხმამაღალი და მეორე ფიქრი ორივე მაგარია
5 მგონი აქ ერთი კი ადა ორი მოკლე მონოლოგია. ერთი ხმამაღალი და მეორე ფიქრი ორივე მაგარია
5
1. ნიკი ისეთია, ღირდა შემოსვლა. ასეთ მამას რა ვუთხარი! ის ბავშვი ვარ მე:) ნიკი ისეთია, ღირდა შემოსვლა. ასეთ მამას რა ვუთხარი! ის ბავშვი ვარ მე:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|