ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2019


ე მ ი გ რ ა ნ ტ ი ს ფიქრები

ფიქრები?
ოცნება?
აპრილი?
შენამდე მოსვლის და სისავსის
იქნება გრიგალის ტოლფასი,
იქნება სულიერ წარღვნამდის.
წამები?
წუთები?
საათი?
არა აქვს საზომი ამგვარი
გრძნობების დამცავი რა არის,
სად არის ან მისი ნაცვალი.
ო არა,
რა შეძლებს,
დამთავრდა...
ნეტავი შემეძლოს ამგვარი.
ნაბიჯებს უკან ვერ გადავდგამ
თუ გინდა პირს ვიყო აკლდამის.

მელოდეს სიცოცხლის ჩატანა
ხაროში ან სულის საცავში,
უშენოდ არ მინდა სამოთხე,
უშენოდ არ მინდა კვერთხი და
უშენოდ არ მინდა ამბარი,
სამშობლოს ცაო და მიწაო
მინდა თქვან: შენს გულში იწვაო.
თან ჯვარი მშვენოდეს გვირგვინად
ძვლებიც შენ, სამშობლოს მიწაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები