ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2019


ერთი გაყრის შესახებ

- გამორჩეულობა გრძნობისა  სად არის!?
- ქარაფშუტულმა თუ  გაფანტა  ქარებმა. 
უნიჭოდ შეგვითხზავს საჩვენო  ზღაპარი.
და აი, დროც დადგა მისი დამთავრების.

არ ღირს გამთელება გაბზარულ ერთობის,
არ არგებს გატეხილ დოქებს დაწებება.
ცდილობ გამამწარო, მაბრალებ,
რომ შენით მე მხოლოდ ვერთობი,
ცრუობ. კარგად  იცი - ეს მე არ მეხება.

უკვე გამაგონეს: სხვა გიყვარს, სხვა გიხმობს,
სხვისი სახლი გინდა და სხვისი სხეული.
უხმოდ გაგეცლები, რომ გული დაგწყვიტო
როგორც გწყვეტს წინდაზე თვალი გაქცეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები