დაგიბრუნდები.. კვლავ შენთან მოვალ, ჩემი უკვდავი სიყვარული დამაბრუნებს საიქიოდან. როგორ? ვერ გეტყვი, დამიჯერე არ ვიცი ჯერაც საით გეძებო, ახლა, სად ხარ ან სად დადიოდი. ამ ქვეყანაში ახლებური, სხვა დრო დამდგარა, მე დავრჩენილვარ შარაზე მარად მოხეტიალე ძველებურად პილიგრიმი შენი მძებნელი. გზად შვიდ მილიარდ უცხო მზერას ვეფეთები და ვერაფერს ვიგებ, ყოველდღიური გაზეთებიდან რომ აღარ ჰგვანან გვერდგაცრეცილ ეფემერიდებს, არ მიამბობენ შენს ამბებს ახალს, აჭრელებულან სხვა ლამაზებით, თავს მაბეზრებენ ეთერებიდან. თუ გავუძელი ამგვარ სიჭრელის კაკაფონიას, ამ ღრიანცელში შენი მშვიდი ხმა ისევ გავიგე, დამიმოწმე, რომ ამაში მაინც ბედი მქონია - არ სდომებია ჩვენი გაყრა არსთა გამრიგეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|