ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2019


არ დ ა მ ი ზ ა მ თ რ ო

მომწონხარ იცი? გაზაფხულივით
და გაგიკვალავ გზას ჩემ სულისკენ,
მაგრამ იცოდე ხე  უნდა დარგო
რომ  უკვდავებას ჩემთვის უდრიდეს.

რომ შემიყვარდე, მისთვის საჭირო
არის ჩამხედო სულში და მიხვდე,
რომ მოიპოვო ნდობა  ჩემიდან
ასჯერ გაზომე მანამ იტყოდე.

მინდა ვკრთებოდე სიბრძნის სისავსის
ვიყო კრძალვით და თან გაოგნებით
სულში ვარდისფრად დგებოდეს ღამე
დღე თენდებოდეს საოცარ ვნებით.

მოგყავდეს ჩემთვის გაზაფხულები
აყვავილებდე ბაღებს ედემის
სრულად გონებას მაკარგვინებდეს
ფიქრი, ლოდინი შენი შეხების.

არ დამიზამთრო, შემოდგომასაც
გულს მტკენს უმწიმფარ ფოთლების ცვენა
ისიც მეყოფა გაზაფხულობით
ზეცამ ცრემლები რომ დაიმშვენა.

მე მომწონს მზისგან გამთბარი  ქარი
სახლი  რომელიც სხვაგან არ გიშვებს
გადარჩენილი ნამდვილი გრძნობა
ჩუმად რომ მოვა და თავს აიშვებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები