 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 26 მარტი, 2019 |
* * * ქვეყნის ვეღარ ვარ მეცანი, მოვვლე მიწა და მე ცანი, უწყიათ მანჭვა-ღრეცანი, კაცნი გამხდარან ბეცანი.
29.12.2017
* * * Лай щенка. Меняю в мобильнике звонок - скачал из Гугла ...
17.01.2018
* * * დიუნებიდან ქარხორშაკის შორიდან ყეფა ... წლების საპალნე თითქოს იყოს ათასი ეფა.
27.03.2018
* * * ცხოვრებამ იწამა, "მომიხმო მიწამა", მოყვასმა - რომ მოვკვდი მაშინღა მიწამა.
11.12.2018
* * * კითხვა რომ დაგესვათ, რას ვშვები, დავძენდი: დრო გადის, დრო გადის და მგონი გავძენდი.
12.12.2018
* * * შემოდგომის დეჟავიუ - ძველი წიგნიდან ხმელი ფოთლები ...
11.02.2019
* * * У букиниста. Уголки страниц почти протерлись - Камо-но Темэй.
14.02.2019
* * * ცამ იფერმკრთალა, დაღალულ ქალაქს ძველ ლამფის შუქზე ხატავს ნიკალა.
20.03.2019
* * * ეხ, იულიუს, ჭკუა არ გეყო, ვერ შეიშნოვე წლები დიდების, არა და გითხრეს, თავს გაუფრთხილდი, გეშინოდესო მარტის იდების.
15.03.2019
* * * წაუკითხავი დღეებით სავსე, უკვე დასრულდა, მორჩა ზამთარი, ხეებს დაფერავს მარტი მზეებით, გამოიღვიძებს ვაზის ნამხარი.
21.03.2019
* * * ისევ აცივდა. მარტის მთვარე ღრუბლებში გაქრა - მომღიმარე ჩეშირის კატა.
26.03.2019
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აქაც შეგიძლია გამოფინოთ- ილუსტრაციებში.
ქუთაისში მინახავს ნეცკეს შესანიშნავი ნაკეთობანი :)
"გავძენდი"-ზე ვეჭვობდი, რომ ძენთან იყო დაკავშირებული :)
აქაც შეგიძლია გამოფინოთ- ილუსტრაციებში.
ქუთაისში მინახავს ნეცკეს შესანიშნავი ნაკეთობანი :)
"გავძენდი"-ზე ვეჭვობდი, რომ ძენთან იყო დაკავშირებული :)
2. გამარჯობა "ჯონათან" ორი წლის პირობაზე ცოტაა ნამდვილად ... სამწუხაროდ აქ ვერ გამოვფენ ნახატებს და ნეცკეებს ... დროებით იქეთ ბანაკში ვიყავი გადაბარგებული. .... რაა "გავძენდი"? - დაახლოებით გავბრძენდი :) ანუ ძენს ვეზიარე :)
გამარჯობა "ჯონათან" ორი წლის პირობაზე ცოტაა ნამდვილად ... სამწუხაროდ აქ ვერ გამოვფენ ნახატებს და ნეცკეებს ... დროებით იქეთ ბანაკში ვიყავი გადაბარგებული. .... რაა "გავძენდი"? - დაახლოებით გავბრძენდი :) ანუ ძენს ვეზიარე :)
1. მარტის იდები ახლაა მგონი, ხო ? ახალი სტილით :)
ორი წლის პირობაზე ცოტა იყო.
"გავძენდი" რას ნიშნავს ?
არც ეფა ვიცოდი, მაგრამ გუგლში ვნახე :)
მარტის იდები ახლაა მგონი, ხო ? ახალი სტილით :)
ორი წლის პირობაზე ცოტა იყო.
"გავძენდი" რას ნიშნავს ?
არც ეფა ვიცოდი, მაგრამ გუგლში ვნახე :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|