სადღაც გარიყეს შენმა ფიქრებმა ჩემი სახე და ჩემი სახელი. გაგახსენდება, როცა იქნება საცეკვაოდ რომ დამიძახებდი. ცეკვავდენ მაშინ თავსხმა წვიმებიც. წვეთები წვიმის გვეჯიბრებოდნენ წკაპუნით ტაქტში. გაგიკვირდება- მჯერა ოპტიმისტს, განმეორდება ძველი ფილმების კინოთეატრში შტრაუსის ვალსი.