ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2019


ია ია ს ა მ ა ნ ო, თეთრო ია სამანო

ია ია სამანო, თეთრო ია სამანო
როგორ მაბედნიერებ
გულს ხალისით მნამავო.

ჩემო უახლოესო, ზოგჯერ კი შორეულო
ზოგჯერ ხალისიანო,
ზოგჯერ დარდმორეულო.

ზოგჯერ უცხოვ, მავანო, გულს ხალისით მავალო
თეთრო იასამანო,
ჩემი სულის სამანო.

ჩემო სულის ამბარო,ჩემ თვალებზე ნაბამო
ჩემი ხილვის წამალო
ჩუმი გრძნობის ამბავო.

ვერა ვერ შეგელევი და ვერც გადაგივიწყებ
ვერცარაფერს ვერ შევცვლი
მანამ მზეზე დავალო.

ჩემო იასამანო, ია ია სამანო
ჩემი სულის ნაწილო
ჩემი გულის სამკალო.

შეგიყვარდი მგონი შენც გრძნობიერო, ამაყო
ჩემს გარეშე ვეღარ სძლებ
გსურს ახლიდან დამბადო.

ია ია სამანო, მომენატრე იმგვარად
თანაც ისე მახარებ
სულში რადღა დაგმალო.

თეთრო იასამანო, თეთრო იასამანო
გზაო ძნელად სავალო
გულო წრფელო ასმაგო.

ჩემო ია სამანო, თეთრო ია სამანო,
თეთრო იასამანო,
თეთრო იასამანო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები