ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2020


მზე წ ა რ ს უ ლ ი დ ა ნ ამოდის

კარგია ახლა გაზაფხულია
სიამაყე გვაქვს დიდი წარსულის,
ამოდის, თუმცა, მზე ყოველ დილით
სინანულიც გვაქვს დროის გასულის..

არის რაღაცა ნიუანსებიც,
რა მოხდა არის თითზე კბენანიც,
ნაგულისხმევიც გვიხდება თუმცა,
გონს მიღმა გვრჩება კარგი რჩევანიც.

ვივიწყებთ ხანაც გარდასულ წყენებს
მოგონებების გვაქვის ხლებანიც,
ქარიშხალივით ფიქრი გვატყდება
და გვცდის, ვით ნისლის უტყვი წყებანი,

რამდენი რამე მოდის და მიდის
რა აღარ ცვდება, ხდება ძველმანი,
ქარები წუწუნს ვეღარ რჩებიან
და გულს გვიღალავს წვიმის თქეშანი.

ცვალებადია სამყაროს წესი
ურყევად დგანან მთები ღმერთმანი.
სიხარულია ზოგჯერ ხანმოკლე
ტკივილი არის როგორც მერქანი.

სასოწარკვეთას არავის ვურჩევ
დარდიისედაც ტკივილებს ერთვის,
უიმედობა მაშინაც არ ღირს
ნუგეშის ბწკარიც რომ არას ეთქმის.

რას ვიზავთ ასე ყოფილა ხშირად
არ აბრუნებენ შენ კუთვნილ ხურდას,
აკეთე მუდამ რაც შენ გჭირდება,
არა რაც შენთვის უკეთურს სურდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები