ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2019


პირველ სიყვარულს

მაშინ ადვილი იყო  სიკვდილი,
როცა მეგონა, რომ იგი არის
უშფოთველი და უსიზმრო ძილი,
ან უდარდელად  გახურვა კარის,
ჩვეულებრივად უმტკივნეულოდ. 
რა გულუბრყვილო ვიყავი ბავშვი.
ნიშნავდა: ყოფნას სიყვარულოდ-
უშენოდ ყოფნა,  მეგონა მაშინ.
ამას კი, ჩემი სიკვდილი სჯობდა.
ასე მჯეროდა: შენ, ერთადერთი,
ყოვლისშემძლე  იყავი ღმერთი,
რომლის სახელი ან ნათქვამი
არასოდეს,არავისთან უნდა გამეთქვა.
სულ მნიშვნელო რამეც რომ გეთქვა,
მე, დარცხვენილი, დამუნჯებული
შეგცქეროდი შენ, როგორც ფრესკას.
ახლა  კი -  აღარც მახსოვს, რა გერქვა?
ან სიყვარული იყო საერთოდ
ის სულელური ჩვენი თამაში?
ჩუმი შრიალი საგანგებოდ 
გახამებული კაბის მარმაშის.
თამაში მხოლოდ თუ ბედისწერა?
იქნებ, მესიზმრა, არ ვიცი ჯერაც,
ის მოგუდული შენი ჩურჩული -
„რად მეურჩები, რატომ არ გჯერა
შეშინებული  რატომ მიყურებ?“
იქნება... 
მოვკვდი იმ ცხოვრებაში
და კარი აქეთ გამოვიხურე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები