ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2019


გირჩები

სკოლიდან რომ მომყავდა,
გზად -
ჩამოცვენილ გირჩებს ვაგროვებდით,
ჩანთაში ყოველთვის გვედო, ამ საქმისთვის,
დიდი, ცარიელი პარკი. დაკეცილი.
ვავსებდით. მოგვქონდა.
შინ ბუხარს ვანთებდით.
ჩამოვუსხდებოდით.
ცეცხლში ვარდებივით
ღუოდნენ
გირჩები.
ის ჩემს კალთაზე დებდა თავს და
მე ზღაპარს ვიწყებდი...
გაიზარდა და
ჩემგან წავიდა.
(ყველა შვილი  თავის გზას ირჩევს...)
......
-მე?
არაფერი!
ისე, უბრალოდ ,
თვალს ვარიდებ
ჩამოყრილ გირჩებს...

18.08.2019.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები