ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2019


თიხის ვალი

თიხისგან კაცი, კაცისგან ნეკნი,
ნეკნისგან ქალი, ქალისგან შვილი
შვილისგან მოდგმა, მოდგმისგან ყოფა
ყოფისგან აზრი, აზრისგან ვალი

ალბათ სვავთ კითხვას ვალი მაქვს ვისი?

ვალი მაქვს აზრის,
ვალი მაქვს ყოფის,
ვალი მაქვს მოდგმის,
ვალი მაქვს თიხის,

ვალდებულება სიტყვაა მკაცრი
უძირო აზრში შორსაა ფსკერი,
თიხის მძერწავსაც ცოტას თუ აცლი
პასუხიც მოვა თვით მრავლის მთქმელი

რაც შეეხება კეთილის ნებას
ნება ცხოვრების ლაბირინთია
ჯერ დავაბრუნოთ ჩვენ თიხის ვალი
რაც ლაბირინთში სანთლად გვინთია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები