 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პროზა 2 ოქტომბერი, 2019 |
ჩამოვედი. დრო: გამთენიის 3 საათი. თბილისი. “ნოვო ალექსეევკას” საერთაშორისო აეროპორტი. დიახ, არ შემშლია. თქვენი არ იყოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ამ ბოლო ფრენამდე, მეც შოთა რუსთაველის სახელობის მეგონა. რა ვიცი, შეიძლება ასეცაა, მაგრამ უცხოეთის ავიაკომპანიების ბილეთებში, რატომღაც „ნოვო ალექსეევკა“ წერია. ამ სახელით გვცნობს: ნიუ-იორკის კენედის, პარიზის შარლ დე გოლის, თელ-ავივის ბენ გურიონის, ისლამაბადის ბენაზირ ბხუტოს და ა.შ. საერთაშორისო აეროპორტები. აი, თუ არ გჯერათ! ბილეთიდან დავაკოპირე: Tbilisi TBS, Novo Alexeyevka Arpt Monday, 16 Sep 2019
მოკლედ, ბარგი არ მაქვს, არ ვარ დაღლილი, ღამის თბილისში შემოდგომის წყნარი ამინდია. არსად მიმეჩქარება. ფულიც ისე რა... წასვლისას ბევრი არაფერი დამიტოვებია სახელფასო ანგარიშზე. ამიტომ და ამგვარად, არაფერში მჭირდება ტაქსი, რომელიც ახალჩამოფრენილებს სამმაგ ფასად ემსახურება. ავტობუსს ველოდები. 137 ნომერი, თუ ტაბლოს დაეჯერება, ათ წუთში მოვა. ის, რაშიც რიცხვი 37 ურევია, ჩემში ყოველთვის წამების ასოციაციას იწვევს. ფასიც კი, რომელიც ეტიკეტზეა მითითებული, ფეხსაცმლის ზომაც...მოკლედ, ყველაფერი 37 ის შემცველი. აი, ახლაც გამეფიქრა რაღაც მსგავსი, მაგრამ ორი კვირის გადახურებული ჩემი ფილტვები ისე ღრმად და თანაბრად ისუნთქავს სიგრილეს, რომ ტვინი მარტივად აიგნორებს ნეგატივს. გაჩერებაზე ზურგჩანთიანი ახალგაზრდების ჯგუფი დგას. მეკითხებიან ვსაუბრობ თუ არა ინგლისურად. აინტერესებთ სად შეიძლება შეიძინონ ავტობუსის სამგზავრო ბილეთი. სხვებიც დგანან გაჩერებაზე, რუსულად საუბრობენ, ესენი არაფერს კითხულობენ. დიდი, კრიალა, ლურჯი ავტობუსი, ნომერი 137, აეროპორტის ბოლო გაჩერებაზე თითქმის სავსე ჩამოდგა. სამივე კარი გაიღო და იქიდან მხოლოდ ორი მგზავრი ჩამოვიდა, დანარჩენები ავტობუსში დარჩნენ. ცოტა შევიცადე, ვიფიქრე ჩამოიცლება მეთქი, მაგრამ ავტობუსის სალონში აშკარად არავინ აპირებდა წამოდგომას. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. ავედი. ერთი-ორი ცარიელი ადგილი ნამდვილად იყო. მეგონა ამ დროს (ღამის სამ საათზე) ავტობუსი ცარიელი იქნებოდა, მაგრამ არა... ვინც აეროპორტში მოვიდა, ამავე ავტობუსით უკანვე ბრუნდებოდა, თითქოს ყველას ერთად შეატყობინეს, რომ მათი რეისი გადაიდო. რეისი არა კვახი! დავიძარით თუ არა საშინელი სუნი ვიგრძენი! ერთმანეთში არეული ოფლის, შარდის, ღვინის, თამბაქოს, ნივრის და ათასი საშინელების ნაზავი. ღმერთო ჩემო! ეს ავტობუსი უსახლკარო ადამიანების ღამეული თავშესაფარია! ისინი მთელი ღამე დადიან აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის! აქ ითენებენ ღამეს! სალონს ვათვალიერებ: ჩემს წინ ქალი ზის, რამოდენიმე შალი აქვს შემოხვეული და გვერდით პოლიეთილენის ფუთები უდევს. თავზე რაღაც ბუმბულებიანი ქუდი ახურავს და ხელზე წითელი ხელთათმანების ნაფლეთები უკეთია. ფუფალ, ფუფალ, არ ჩამოფრინდა შენი შიოლაა? მეტირება. დანარჩენები კაცები არიან. არყის და იაფფასიანი თამბაქოს სუნით გაჟღენთილები, დაგლეჯილი ბოტასებით და ცხრაასხუთ წელში ნაყიდი გაქონილი და ქერტლით დაფიფქული პიჯაკებით. თმა-წვერ გაბურძგნულები და ფრჩხილებჩაშავებულები. ზოგს სძინავს, ზოგს ხველება არ აძინებს. ნომერი 137, ლურჯი, კრიალა თავშესაფარი ღამეულ გზას მიუყვება და თავის უბადრუკ მდგმურებს მიაქანავებს: საერთაშორისო აეროპორტი - რკინიგზის ცენტრალური სადგური. რკინიგზის ცენტრალური სადგური - საერთაშორისო აეროპორტი. წრე. ჩაკეტილი. მოჯადოებული. დაწყევლილი.
შემდეგ გაჩერებაზე ორი ახალგაზრდა ბიჭი ამოდის. ყურთსასმენები უკეთიათ. ერთი ბილეთების სალაროზე ცდილობს ჩამოჯდომას. მეორე ლითონის მოაჯირის ქვეშ ძვრება და ფუფალას ფუთებზე ჯდება. ფუფალა ტირილს იწყებს...ესენი ისევ იცინიან...იცინიან...კვდებიან სიცილით. შემდეგ გაჩერებაზე სამი გაჩხიკინებული ყვითელკანიანი ბიჭი ამოდის და სულ წინ, ერთნახევარ ადგილიან სავარძელზე ერთად ჯდება. შემდეგ გაჩერებაზე მამაკაცი ამოდის დიდი სამხედრო ზურგჩანთით, მთელ ავტობუსს ესალმება და ისევ ჩადის. სალამი ღვთისაა! ჩვენ ხომ ღვთის გლახები ვართ! „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“, მე ჩამოვედი. ავტობუსიდანაც...
2019. სექტემბერი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ღმერთო ჩემო! ეს ავტობუსი უსახლკარო ადამიანების ღამეული თავშესაფარია! ისინი მთელი ღამე დადიან აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის! აქ ითენებენ ღამეს! სალონს ვათვალიერებ: ჩემს წინ ქალი ზის, რამოდენიმე შალი აქვს შემოხვეული და გვერდით პოლიეთილენის ფუთები უდევს. თავზე რაღაც ბუმბულებიანი ქუდი ახურავს და ხელზე წითელი ხელთათმანების ნაფლეთები უკეთია. ფუფალ, ფუფალ, არ ჩამოფრინდა შენი შიოლაა?
:( ღმერთო ჩემო! ეს ავტობუსი უსახლკარო ადამიანების ღამეული თავშესაფარია! ისინი მთელი ღამე დადიან აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის! აქ ითენებენ ღამეს! სალონს ვათვალიერებ: ჩემს წინ ქალი ზის, რამოდენიმე შალი აქვს შემოხვეული და გვერდით პოლიეთილენის ფუთები უდევს. თავზე რაღაც ბუმბულებიანი ქუდი ახურავს და ხელზე წითელი ხელთათმანების ნაფლეთები უკეთია. ფუფალ, ფუფალ, არ ჩამოფრინდა შენი შიოლაა?
:(
14. ნოვო ალექსეევკა იციან, ნიკ:)
137 ნომერს კი ვერაფერს უზამ :( კონკრეტულს ვერაფერს. ზოგადად და გლობალურად უნდა ებრძოლო უსახლკარობას და სიღატაკეს. ნოვო ალექსეევკა იციან, ნიკ:)
137 ნომერს კი ვერაფერს უზამ :( კონკრეტულს ვერაფერს. ზოგადად და გლობალურად უნდა ებრძოლო უსახლკარობას და სიღატაკეს.
13. ფეისბუკზე მაინც დადეთ და მონიშნეთ მერია, საკრებულო და ვინც საჭიროა, ის ხალხი ფეისბუკზე მაინც დადეთ და მონიშნეთ მერია, საკრებულო და ვინც საჭიროა, ის ხალხი
12. დარწმუნებული ვარ შეაწუხებთ ეგ საკითხი და ავტობუსის ამბავი არ ეცოდინებათ
ასეთი გულუბრყვილო ხართ და თვლით, რომ კალაძე მილანში გასაფრენად 137 ავტობუსით მიდის? ასეა? :)
სცადეთ ფაფას ცხიმით ვერ გააფუჭებთ
დარწმუნებული ვარ შეაწუხებთ ეგ საკითხი და ავტობუსის ამბავი არ ეცოდინებათ
ასეთი გულუბრყვილო ხართ და თვლით, რომ კალაძე მილანში გასაფრენად 137 ავტობუსით მიდის? ასეა? :)
სცადეთ ფაფას ცხიმით ვერ გააფუჭებთ
11. დარწმუნებული ვარ, ეცოდინებათ...
დარწმუნებული ვარ, ეცოდინებათ...
10. ვინ თქვა წვრილმანიაო? წვრილმანი კი არაა, ეს არის წვრილმანი ხარჯებით მოგვარებადი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმე
მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გააგზავნოთ მერიაშიც და კიდევ რამოდენიმე საჭირო ადგილას ვინ თქვა წვრილმანიაო? წვრილმანი კი არაა, ეს არის წვრილმანი ხარჯებით მოგვარებადი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმე
მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გააგზავნოთ მერიაშიც და კიდევ რამოდენიმე საჭირო ადგილას
9. ნიკ, აი, ზუსტად! ეგ თემა არის მოსაგვარებელი! ჩამოდიხარ და "ნოვო" რომ გხვდება, ეგრევე რუსეთის გუბერნიაში გგონია თავი (უცხოელს) აი, რათა? ვითომ წვრილმანია ესა? ნიკ, აი, ზუსტად! ეგ თემა არის მოსაგვარებელი! ჩამოდიხარ და "ნოვო" რომ გხვდება, ეგრევე რუსეთის გუბერნიაში გგონია თავი (უცხოელს) აი, რათა? ვითომ წვრილმანია ესა?
8. საშინელებაა, თუ ასეა აეროპორტი ხომ გარკვეულწილად ქვეყნის სახეა
მე თქვენს ადგილას მერიაში გავაგზავნიდი ამ მოთხრობას ან მათ ფეისბუკ გვერდზე შევაცურებდი
თბილისი აშკარად უკეთეს აეროპორტს და ავტობუსს იმსახურებს
ნოვო ალექსეევკა ხო? ნუ კაი, ვთქვათ მაინცდამაინც ალექსეევკა, მაგრამ ნოვო რატომღა? თუნდაც ნიუ ახალი ვერა?
მაგრამ რათა, რათა, რათა
სასწრაფოდ მერიაში, სათაურით აეროპორტი-ქვეყნის სახე
საშინელებაა, თუ ასეა აეროპორტი ხომ გარკვეულწილად ქვეყნის სახეა
მე თქვენს ადგილას მერიაში გავაგზავნიდი ამ მოთხრობას ან მათ ფეისბუკ გვერდზე შევაცურებდი
თბილისი აშკარად უკეთეს აეროპორტს და ავტობუსს იმსახურებს
ნოვო ალექსეევკა ხო? ნუ კაი, ვთქვათ მაინცდამაინც ალექსეევკა, მაგრამ ნოვო რატომღა? თუნდაც ნიუ ახალი ვერა?
მაგრამ რათა, რათა, რათა
სასწრაფოდ მერიაში, სათაურით აეროპორტი-ქვეყნის სახე
7. საიტერესო ინფორმაციად აღვიქვი. ველოდი, რომ ფუფალას ეპიზოდი უფრო გაშლილი იქნებოდა. საიტერესო ინფორმაციად აღვიქვი. ველოდი, რომ ფუფალას ეპიზოდი უფრო გაშლილი იქნებოდა.
6. რა კარგია რენუარ... ჩემი მაქსიმუმი რა კარგია რენუარ... ჩემი მაქსიმუმი
5. ალბათ ყველგან ასეა...ერთი განსხვავებით...უცხოეთში ეს კატეგორია ძირითადად მათთვის უცხოელია. აქ კი ძირითადა საკუთარი მოქალაქე. ალბათ ყველგან ასეა...ერთი განსხვავებით...უცხოეთში ეს კატეგორია ძირითადად მათთვის უცხოელია. აქ კი ძირითადა საკუთარი მოქალაქე.
3. კი რენუარ უცხოეთშიც ასეა, მხოლოდ, ზამთარში ღამის გათევას არ უშლიან. კი რენუარ უცხოეთშიც ასეა, მხოლოდ, ზამთარში ღამის გათევას არ უშლიან.
2. მართალი ხარ, ლაშა. შენ წარმოიდგინე, ასეც მქონდა ჩაფიქრებული, ყველა მათგანს დავაკვირდი და მინდოდა სათითაოდ აღმეწერა, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, ვიზარმაცე:( დაწერის გადადება კი აღარ ღირდა, სულ დავკარგავდი. მადლობა. შეიძლება დავუბრუნდე. მართალი ხარ, ლაშა. შენ წარმოიდგინე, ასეც მქონდა ჩაფიქრებული, ყველა მათგანს დავაკვირდი და მინდოდა სათითაოდ აღმეწერა, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, ვიზარმაცე:( დაწერის გადადება კი აღარ ღირდა, სულ დავკარგავდი. მადლობა. შეიძლება დავუბრუნდე.
1. მოკლემეტრაჟიანი ფილმი . მომინდა მგზავრებზე ცოტა მეტი ისტორია . თუნდაც მხოლოდ გარეგნული აღწერილობით . შეიძლება სხვა ქალაქებშიც ხდება ასე , მაგრამ თბილისის ავტობუსს განსაკუთრებით მოუხდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი . მომინდა მგზავრებზე ცოტა მეტი ისტორია . თუნდაც მხოლოდ გარეგნული აღწერილობით . შეიძლება სხვა ქალაქებშიც ხდება ასე , მაგრამ თბილისის ავტობუსს განსაკუთრებით მოუხდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|