ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2019


აქტეონის საბედისწერო შეხვედრა (მითი)


ამ გამთენიას
ბანაობისას
რაკი შემომხვდი,
შეგიყვარდები.
მე კი სანაცვლოდ
ადამიანურ
ერთგულებას
ვერ დაგჯერდები
და არც ღვთაებრივ
სიყვარულს არ
გპირდები მარადს.
ეს კი იცოდე,-
ჩემგან  რომ წახვალ,
სხვას ვეღარავის
მოინატრებ, შეიყვარებ,
ან, დაელოდები.
მაშ გადაწყვიტე -
გადამივიწყებ,
დადუმდები,
გატრიალდები,
თუ გამიბედავ
და შემომხედავ.
ნუ გეგონება,
რომ მოგეჩვენე
ამ უღრანებში
ნისლის ფერიად;
ნუ გაიფიქრებ:
"მშვენიერია
ეს უცხო ქალი,
ბედნიერად
მოხეტიალე
ხევებში მარტოდ"...
ნუ მოინდომებ,
მარმარილოსგან
რომ გამომთალო,
ან და დამხატო.
ნაბახუსევზე
ეჭვობ იმასაც,ხომ არ ხარ მთვრალი
ხოლო მე, იქნებ,
ქალი კი არა გაჩაღებული
ვიღაცის მიერცეცხლის ალი ვარ
მოელვარე
ფიქრობ, რომ ხანძარს
გადაეყარე
გუგუნი გესმის მისი და
კიდევ გესმის
ნადირის ნაბიჯის ექო,
ფრთხილად!
ოცნებამ არ გადაგჩეხოს
ვერ გაგიგია- იქნებ ქარის
ან ჩანჩქერის ხმა ვარ,
თუ მეკითხები,
გეტყვი, ვინცა ვარ,
ვისთვის ალი ვარ,
ვისთვის ნადირთა
ღმერთი დალი ვარ;
ძველ ბერძნებისთვის -
ტყის ქალღმერთი ვარ
არტემიდე,
რომაელთათვის - მქვია დიანა.
მონადირენი სხვა და სხვა კუთხის
აღარც ჩამოვთვლი რას არ მეძახით.
განწირული ხარ, ადამიანო!
შენთვისვე სჯობდა, რომ არასოდეს
შემხვედროდი. არ დაგენახე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები