(მისტერია კერპთთაყვანისმცელი იბერიელების ცხოვრებიდან)
და, აჰა, ღვთაებაც - ოქროა და ვერცხლი... ელვარებს დიადი დუმილის საუფლო... ის მსხვერპლს და სისხლს ითხოვს, რომ როგორმე დაცხრეს, ტარიგი მის ფერხთა წინ უნდა დაეფლოს...
აქ არის, მტკვრის ვიწრო ხევ-ხუვთა ორწოხში, ზადენიც, გაციც და გაიმიც მრისხანე. იბერთ ქურუმებს კი მხოლოდ ის აწუხებთ, გავიდეს დრო, სანამ კვლავ მადლს მოისხამენ...
მეტი გახელება... მეტი სიხალისე... უხუცესს სამსხვერპლოდ მიუდის ვაჟები... ღვთაებას სიხარულით კოცნის მოხალისე, დამსწრენი ვერ ძლევენ მზერის ბლანტ აჟურებს...
კერპი უმკაცრეა, მხნე, სიტყვაუღები და როს შემწირველი ხანჯალზე დაიკვლევს, არ ფართოვდებიან თვალების გუგები, ყველა უდრეკია, ვინც უნდა დაიკლას!..
სისხლი ბანს სიწმინდეს არმაზის ფეხების, თანდათან შავდება ბავშვური იერი... შეკრულნი სიკვდილის ძლიერ არტახებით ნათლობენ მადლობით ღვთაებისმიერით...
ქვემოთ კი ზენიტზე მიიწევს ორგია, რომ აბედნიერეს მშობლებმა შვილები... კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. უძლიერესი ლექსია!!! "არ ფართოვდებიან თვალების გუგები, ყველა უდრეკია, ვინც უნდა დაიკლას!.." --- წარმართობისდროინდელი იბერიული ხასიათის სიძლიერე რა კარგად ჩანს ამ ორ ტაეპში!!! 5555555
უძლიერესი ლექსია!!! "არ ფართოვდებიან თვალების გუგები, ყველა უდრეკია, ვინც უნდა დაიკლას!.." --- წარმართობისდროინდელი იბერიული ხასიათის სიძლიერე რა კარგად ჩანს ამ ორ ტაეპში!!! 5555555
37. უმშვენიერესი ლექსია,ძალიან მომეწონა და ეხლა რაღა ვქნა ყველა რომ წავიკითხე? გელოდები როდის გამახარებ ახალი ლექსით. ამ ლექსისთვის კი გაკოცე უმშვენიერესი ლექსია,ძალიან მომეწონა და ეხლა რაღა ვქნა ყველა რომ წავიკითხე? გელოდები როდის გამახარებ ახალი ლექსით. ამ ლექსისთვის კი გაკოცე
35. სისხლი ბანს სიწმინდეს არმაზის ფეხების, თანდათან შავდება ბავშვური იერი... შეკრულნი სიკვდილის ძლიერ არტახებით ნათლობენ მადლობით ღვთაებისმიერით
და დღესაც კი გვხვდება კერპთაყანისცემის გადმონაშთი. ძლიერი ლექსია, პოეტო. :) სისხლი ბანს სიწმინდეს არმაზის ფეხების, თანდათან შავდება ბავშვური იერი... შეკრულნი სიკვდილის ძლიერ არტახებით ნათლობენ მადლობით ღვთაებისმიერით
და დღესაც კი გვხვდება კერპთაყანისცემის გადმონაშთი. ძლიერი ლექსია, პოეტო. :)
34. სისხლი ბანს სიწმინდეს არმაზის ფეხების, თანდათან შავდება ბავშვური იერი... სისხლი ბანს სიწმინდეს არმაზის ფეხების, თანდათან შავდება ბავშვური იერი...
33. საკულტო რიტუალი- მსხვერპლთშეწირვა .ძალიან საინტერესო ფენომენია. სხვადასხვა ხალხებში ტარიგი,რიტუალის მსვლელობა-მიმდინარეობა ,პროცესი,ადამიანები,რომლებიც მსხვერპლშეწირვას ატარებენ.ყველა წვრილმანს ,ნიუანს ჰქონდა გარკვეული საკულტო დატვირთვა. ეს იყო კარგად მომაზდებული,კარგად ''დადგმული'' და ''შესრულებული'',ლამის თეატრალიზებული სანახაობა სხვადასხვა ეთნოკულტურაში. თქმულებებსა თუ ლეგენდებში,ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში ძალიან საინტერესო ისტორიული და ფოლკლორული მასალაა ამ მხრივ. მამა და მისი მეგობრები მგონის მუშაობდნენ ბევრი წლის უკან ამ თემებზე. სამწუხაროდ არცერთი მისი ნაწერი არ შემრჩა,მეგობრებიდან კი ზოგი არაა ცოცხალი,ზოგი ''დავკარგეთ'',ზოგი საზღარგარეთაა. ეთნოგრაფებს ,გიორგი ჩიტაიას ქონდა ნაშრომი მგონის ამ თემაზე.შეიძლება არასწორად მახსოვს.
საკულტო რიტუალი- მსხვერპლთშეწირვა .ძალიან საინტერესო ფენომენია. სხვადასხვა ხალხებში ტარიგი,რიტუალის მსვლელობა-მიმდინარეობა ,პროცესი,ადამიანები,რომლებიც მსხვერპლშეწირვას ატარებენ.ყველა წვრილმანს ,ნიუანს ჰქონდა გარკვეული საკულტო დატვირთვა. ეს იყო კარგად მომაზდებული,კარგად ``დადგმული`` და ``შესრულებული``,ლამის თეატრალიზებული სანახაობა სხვადასხვა ეთნოკულტურაში. თქმულებებსა თუ ლეგენდებში,ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში ძალიან საინტერესო ისტორიული და ფოლკლორული მასალაა ამ მხრივ. მამა და მისი მეგობრები მგონის მუშაობდნენ ბევრი წლის უკან ამ თემებზე. სამწუხაროდ არცერთი მისი ნაწერი არ შემრჩა,მეგობრებიდან კი ზოგი არაა ცოცხალი,ზოგი ``დავკარგეთ``,ზოგი საზღარგარეთაა. ეთნოგრაფებს ,გიორგი ჩიტაიას ქონდა ნაშრომი მგონის ამ თემაზე.შეიძლება არასწორად მახსოვს.
32. ილუსტრაცია დავდე ახლა, ხევში დევს ეგ ქვა, სოფ. ახალციხე (მგონი არმეშLება სახელი ). როგორც ამბობენ, მაგაზე სწირავდნენ ოჯახის პირველ შვილს მსხვერპლად.... წარმართობის დროს...... ვიღაცას წაუღია სახლში, მაგრამ უბედურება შეიტანა ოჯახშIო. და მერე დააბრუნესო... ქვა დევს სოფლის სასაფლაოზე, რომელიც სავსეა ძველი საფლავის ქვებით... VI საუკუნის ეკლესიის ეზოშია... და იმასაც ამბობენ რომ ამ ეკლესიაშI თამარ მეფის მიერ შეწირული ღვთისმშობლის ხატია....
განდი, ზედაზენზე ის ბრტყელი ქვა რა ადგილასაა? ვერ ვიხსენებ ვერაფერს... ერთი დიდი ქვა ვიცი მაგრამ ის ბრტყელი არ არის... თავზე ჯვარი რომ აქვს იმაზე ამბობ? რა ადგილას დევს? მერე მაგ გზას რომ გააგრძელებ და ავჭალაში გამოდიხარ და გზაში ერთ ძველ ნახევრად მიწაში ჩასულ ეკლესიას ნახულობ. იცი შენ? :)
ილუსტრაცია დავდე ახლა, ხევში დევს ეგ ქვა, სოფ. ახალციხე (მგონი არმეშLება სახელი ). როგორც ამბობენ, მაგაზე სწირავდნენ ოჯახის პირველ შვილს მსხვერპლად.... წარმართობის დროს...... ვიღაცას წაუღია სახლში, მაგრამ უბედურება შეიტანა ოჯახშIო. და მერე დააბრუნესო... ქვა დევს სოფლის სასაფლაოზე, რომელიც სავსეა ძველი საფლავის ქვებით... VI საუკუნის ეკლესიის ეზოშია... და იმასაც ამბობენ რომ ამ ეკლესიაშI თამარ მეფის მიერ შეწირული ღვთისმშობლის ხატია....
განდი, ზედაზენზე ის ბრტყელი ქვა რა ადგილასაა? ვერ ვიხსენებ ვერაფერს... ერთი დიდი ქვა ვიცი მაგრამ ის ბრტყელი არ არის... თავზე ჯვარი რომ აქვს იმაზე ამბობ? რა ადგილას დევს? მერე მაგ გზას რომ გააგრძელებ და ავჭალაში გამოდიხარ და გზაში ერთ ძველ ნახევრად მიწაში ჩასულ ეკლესიას ნახულობ. იცი შენ? :)
31. გამორჩეულად კარგი ლექსია!:)
მსხვერპლთშეწირვასთან დაკავშირებით გამახსენდა მარტვილის(რაიონის) სახელი უკავშირდება კერპს,რომელსაც დედები შვილებს წირავდნენ.მეგრულად მგონის ასეა ''მე მოგკალი '' ანუ მა გპივი .მეგრულს შემისწორებენ ალბათ მეგრელები:) გამორჩეულად კარგი ლექსია!:)
მსხვერპლთშეწირვასთან დაკავშირებით გამახსენდა მარტვილის(რაიონის) სახელი უკავშირდება კერპს,რომელსაც დედები შვილებს წირავდნენ.მეგრულად მგონის ასეა ``მე მოგკალი `` ანუ მა გპივი .მეგრულს შემისწორებენ ალბათ მეგრელები:)
30. კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან ეს ფრაზა ალბათ ტვინში ჩამეჭედება კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან ეს ფრაზა ალბათ ტვინში ჩამეჭედება
29. ეს ლექსი წინა ღამით წავიკითხე. კარგია! ძლიერი ემოცია მოაქვს.
განსაკუთრებით ეს ფრაზები დამამახსოვრდა:
''ყველა უდრეკია, ვინც უნდა დაიკლას!..
...კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები''...
ეს ლექსი წინა ღამით წავიკითხე. კარგია! ძლიერი ემოცია მოაქვს.
განსაკუთრებით ეს ფრაზები დამამახსოვრდა:
``ყველა უდრეკია, ვინც უნდა დაიკლას!..
...კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები``...
28. შთამბეჭდავია სახეობრივად, თავად ლექსი კი საშიშია და ვნებიანი.... მომეწონა! :) შთამბეჭდავია სახეობრივად, თავად ლექსი კი საშიშია და ვნებიანი.... მომეწონა! :)
27. ინტელექტუალური ლექსია....მაგარია ინტელექტუალური ლექსია....მაგარია
26. ნიჭიერი კაცის ნიჭიერი ლექსი! :) 5 ნიჭიერი კაცის ნიჭიერი ლექსი! :) 5
24. კარგად წერთ :) მომწონს, თქვენი რამდენიმე ლექსი მაქვს წაკითხული და ყველა მომეწონა. კარგად წერთ :) მომწონს, თქვენი რამდენიმე ლექსი მაქვს წაკითხული და ყველა მომეწონა.
22. კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები...
შენი სადარი არ მეგულვის... და არა მარტო ააქ... კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები...
შენი სადარი არ მეგულვის... და არა მარტო ააქ...
21. წარმართული ხილვები...მდიდარი სახეებით წარმართული ხილვები...მდიდარი სახეებით
19. რა საშინელი დრო იყო...? ამ სასაკლაოს ფონზე... ქვემოთ კი ზენიტზე მიიწევს ორგია, რომ აბედნიერეს მშობლებმა შვილები... კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები... ძალიან მძაფრი სურათია...5 რა საშინელი დრო იყო...? ამ სასაკლაოს ფონზე... ქვემოთ კი ზენიტზე მიიწევს ორგია, რომ აბედნიერეს მშობლებმა შვილები... კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები... ძალიან მძაფრი სურათია...5
18. ძალიან კარგია. 5 ძალიან კარგია. 5
17. კარგია, ეს ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი თემაა, ყოველთვის რომ მხიბლავს...:) კარგია, ეს ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი თემაა, ყოველთვის რომ მხიბლავს...:)
16. მშვენიერია! მშვენიერია!
15. ბრწყინვალე ლექსია :)5 ბრწყინვალე ლექსია :)5
13. ქვემოთ კი ზენიტზე მიიწევს ორგია, რომ აბედნიერეს მშობლებმა შვილები... კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები...
+ მოკითხვით : ) ქვემოთ კი ზენიტზე მიიწევს ორგია, რომ აბედნიერეს მშობლებმა შვილები... კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები...
+ მოკითხვით : )
10. კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები...
5 მაგარო და მოგიკითხე მეგობარო:) კოცონთა ენები ღამის ჩრდილს ცოხნიან და ცას გაჰყურებენ, როგორც შეშლილები...
5 მაგარო და მოგიკითხე მეგობარო:)
9. მაგარია... და მეტიც მაგარია... და მეტიც
8. საინტერესოა, მიხეილ,
ისტორია გააცოცხლე,,
სხვათა შორის, რამოდენიმე წლის წინ, მქონდა ბედნიერება ჩემს თანაკურსელებთან ერთად ვწვეოდი ზედაზნის მთას,, საკამაოდ ბევრი ვიარეთ მთის აღმართებზე,, დაახლოებით 1 საათი,, დამქანცველი აღმართი,, ხეები,, ქვე-ღორღი,, საცალფეხო ხიდი,, საინტერო გზა, უაღრესად ემოციური,,
ბოლოს მოვექეცით მთის წვერზე,,, იქვე ვნახეთ უზარმაზარი ბრტყელი ლოდი,, სადაც გადმოცემით მსხვერპს წირავნენ,, მასზე აწვენდნენ სხვერპლს და,,,
ჩემმა თანაკურსელებმა მოინდომეს ქვაზე დაწოლა,,,
აღარ მახსოვს,, მე დავწექი თუ არა ამ ქვაზე,,,
პატივისცემით, განდი. არწივი. საინტერესოა, მიხეილ,
ისტორია გააცოცხლე,,
სხვათა შორის, რამოდენიმე წლის წინ, მქონდა ბედნიერება ჩემს თანაკურსელებთან ერთად ვწვეოდი ზედაზნის მთას,, საკამაოდ ბევრი ვიარეთ მთის აღმართებზე,, დაახლოებით 1 საათი,, დამქანცველი აღმართი,, ხეები,, ქვე-ღორღი,, საცალფეხო ხიდი,, საინტერო გზა, უაღრესად ემოციური,,
ბოლოს მოვექეცით მთის წვერზე,,, იქვე ვნახეთ უზარმაზარი ბრტყელი ლოდი,, სადაც გადმოცემით მსხვერპს წირავნენ,, მასზე აწვენდნენ სხვერპლს და,,,
ჩემმა თანაკურსელებმა მოინდომეს ქვაზე დაწოლა,,,
აღარ მახსოვს,, მე დავწექი თუ არა ამ ქვაზე,,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. ფრაზა მკვრივი და მოქნილია,ხელწერა_სიახლის ძიებით აღბეჭდილი. ... ეს ლექსი უნდა იკითხო მწვანეში,წყაროს პირასო. ილტოსპირელის ნათიბში მარგალიტები ბრწყინავსო! ფრაზა მკვრივი და მოქნილია,ხელწერა_სიახლის ძიებით აღბეჭდილი. ... ეს ლექსი უნდა იკითხო მწვანეში,წყაროს პირასო. ილტოსპირელის ნათიბში მარგალიტები ბრწყინავსო!
6. 555 საუკეთესო ლექსია! 555 საუკეთესო ლექსია!
5. ქართველები დიდ პატივს სცემდნენ ა რ მ ა ზ ს , ამ კერპის აღწერილობა ასეთია: „დგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა და სამხარნი ესხნეს ფიცხილი და ბივრიტი და ხელსა მისს აქუნდა ხრმალი ლესული; რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა შინა. როცა თუ რომელი შეეხებიან, თავი თვისი სიკუდილ განაწირის... და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროისა და სახელი მისი გაცი და მარცხალ მისი - კერპი ვერცხლისაი, და სახელი მისი გა (გაიმი). ამრიგად ჩვენს წინაშეა უმაღლეს ღვთაებათა ტრიადა (არმაზი, გაც და გაიმი), რომლის სათავეშია არმაზი.
უფრო გვიან, როცა ჩვენში ქრისტიანობა დამკვიდრდა, ღვთაება არმაზის სახელი განიდევნა, მაგრამ მთვარის თაყვანისცემა, როგორც უზენაესი მორიგე, ბოროტებასთან მებრძოლი ღმერთისა, მამა-ღმერთისა, ძალიან დიდხანს შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა, ოღონდ უკვე ჯგრაგ-ჯგეთე-გიორგის (წმ.გიორგის) სახითა და სახელით.
ეს ისე დავდე, მიშა... ნაწყვეტია ჩემი წერილიდან "წარმართული რელიგია და საქართველო"... ჩემს გვერდზეა განთავსებული!
ლექსში - 5 ქართველები დიდ პატივს სცემდნენ ა რ მ ა ზ ს , ამ კერპის აღწერილობა ასეთია: „დგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა და სამხარნი ესხნეს ფიცხილი და ბივრიტი და ხელსა მისს აქუნდა ხრმალი ლესული; რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა შინა. როცა თუ რომელი შეეხებიან, თავი თვისი სიკუდილ განაწირის... და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროისა და სახელი მისი გაცი და მარცხალ მისი - კერპი ვერცხლისაი, და სახელი მისი გა (გაიმი). ამრიგად ჩვენს წინაშეა უმაღლეს ღვთაებათა ტრიადა (არმაზი, გაც და გაიმი), რომლის სათავეშია არმაზი.
უფრო გვიან, როცა ჩვენში ქრისტიანობა დამკვიდრდა, ღვთაება არმაზის სახელი განიდევნა, მაგრამ მთვარის თაყვანისცემა, როგორც უზენაესი მორიგე, ბოროტებასთან მებრძოლი ღმერთისა, მამა-ღმერთისა, ძალიან დიდხანს შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა, ოღონდ უკვე ჯგრაგ-ჯგეთე-გიორგის (წმ.გიორგის) სახითა და სახელით.
ეს ისე დავდე, მიშა... ნაწყვეტია ჩემი წერილიდან "წარმართული რელიგია და საქართველო"... ჩემს გვერდზეა განთავსებული!
ლექსში - 5
4. უუუფ ილტოსპირელო გაუფრთხილდი ცოტა ჩვენს ემოციებს!!! მოვკვდი კაცი!!! გულმა უხშირა ფეთქვას!!! არაჩვეულებრივია ძამია!!! 5 ულაპარაკოდ!!! და საერთოდ ქულის გარეშე!!! გაიხარეეეეეეეე!!! უუუფ ილტოსპირელო გაუფრთხილდი ცოტა ჩვენს ემოციებს!!! მოვკვდი კაცი!!! გულმა უხშირა ფეთქვას!!! არაჩვეულებრივია ძამია!!! 5 ულაპარაკოდ!!! და საერთოდ ქულის გარეშე!!! გაიხარეეეეეეეე!!!
2. მშვენიერი სატრფიალო პოეზიიდან ტრილერზე გადასვლა ცოტა საშიში არ არის? მშვენიერი სატრფიალო პოეზიიდან ტრილერზე გადასვლა ცოტა საშიში არ არის?
1. კერპი უმკაცრეა, მხნე, სიტყვაუღები და როს შემწირველი ხანჯალზე დაიკვლევს, არ ფართოვდებიან თვალების გუგები, ყველა უდრეკია, ვინც უნდა დაიკლას!..
გამაჟრიალა. 5 მაგარია. :) კერპი უმკაცრეა, მხნე, სიტყვაუღები და როს შემწირველი ხანჯალზე დაიკვლევს, არ ფართოვდებიან თვალების გუგები, ყველა უდრეკია, ვინც უნდა დაიკლას!..
გამაჟრიალა. 5 მაგარია. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|