ამბობენ, თითქოს, იყო დრო . როცა ამ უძველესი, გალავნიანი ქალაქების ქვაფენილით მოკირწყლულ გზებზე პირმშვენიერი ათლეტები, ღმერთები და ქალღმერთები დააბიჯებდნენ. ოციოდ წლისებს სამყარო.მთელი სიკეთით სავსე გვეგონა ძღვვენი,. მიმოვდიოდით სხვა ნაბიჯებით ერთმანეთისკენ სიყვარულით აღვსილი გული მიგვაქანებდა სხვა დროდაგვიდგა.რა დაუნდობლად გადაიგვიქროლეს დიდმა ქარებმა. ვაჟკაცობაზე რომანების, ლექსების კითხვით დედის ნამღერი იავნანით გაზრდილ თაობას ,ძმათამკვლელობის შინაომმა გაგვაწნა სილა შინმოუსვლელ ახლობლებზე დარდი გვაწვიმა ახალგაზრდული სიხალისე არ შეგვარჩინა. იმპერიამ, რომ ურჩხულებით ვერ შეგვაშინა კიდევ ერთხელ და იმედია უკანასკნელად გაგვისწორდა საკუთარი კოლაფსის წინაც მანდარინების სანაპიროს მონატრება, ზღვადაკარგულებს მწარედ გვატკინა უხმოდ ვტიროდით ჩაყლაპულ ცრემლით ასეთ ყოფაში სიყმაწვილეც გავიდა ჩვენი, და ნაადრევად დაბრძენების დადგა სიბერე ახალგაზრდობის სიხალისე ვერ შევიფერეთ რადგან ბომბები ჩამოცვივდა ჩვენს ქვეყანაში ჯერ შიდაა ქართლის ქალაქებში დაბა ყანაში სოხუმის პორტში, ულამაზეს გაგრაში, მერე მწვანე კონცხზე და მშვიდ ბიჭვინთაშიც, სადაც ტალღებში ტანმაღალი იდგა მედეა სიცხეეებში ფართო ჩრდილით გვაიმედებდა ციტრუსების მარადმწვანე უჭკნობ ედემთან სათილამურო სეზონებზე კი ზამთარში მაშინ უხვთოვლიანში გული ყველას გვიწევდა მთაში ხოლო თბილისში, დედაქალაქში დაბრუნებულ სტუდენტებს ისევ, რფილარმონიის შესასვლელთან გასართობი წარმოდგენა-კონცერტებით გვხვდებოდა მუზა ნიღბების აცმით გაღიმებული. ის დღესაც დგას იქ ჩვენ კი ცისფერ გალერეასთან ქვის დედა გვხვდება თვალცრებლიანი ძუძუდამჭკნარი არა და გახსოვთ?! დრო იყო, როცა ჯერ ისევ ბავშვურ წარმოსახვაში აივნებიან და შუკებიან ჩვენს ქალაქებში პირველყოფილი,,ვნებიანი გაუმაძღარი უკიდეგანო სიყვარულის, სიძულვილის ანტიკური ქიმერები დააბიჯებდნენ. ახლა სხვანი ვართ. უკვე სხვა დროა. ბებრულად ნელა დავდივართფრთხილად, პატარ-პატარა მოზომილი სხვა ნაბიჯებით..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. იმდენი რამ დატრიალდა ჩვენს თავზე, ბოლომდე ალბათ ვერც გამოჟონავს, ვერც ლექსით. :( იმდენი რამ დატრიალდა ჩვენს თავზე, ბოლომდე ალბათ ვერც გამოჟონავს, ვერც ლექსით. :(
6. თაობათა ცვლა- უწყვეტი პროგრესი. ++ თაობათა ცვლა- უწყვეტი პროგრესი. ++
2. რა ბედნიერები ვიყავით, რა ლაღები, დავფრინავდით ..... სიბერე კი ჯერ შორს არის.
რა ბედნიერები ვიყავით, რა ლაღები, დავფრინავდით ..... სიბერე კი ჯერ შორს არის.
1. ბრავო. 5 ქულა.
სიყვარულით მოგიკითხეთ ძვირფასო ადამიანო. მიყვარხართ მე.
ბრავო. 5 ქულა.
სიყვარულით მოგიკითხეთ ძვირფასო ადამიანო. მიყვარხართ მე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|