რამდენი დაწერე ლექსი თუ სიმღერა; რამდენი დატოვე როლი და ღიმილი; რა ქალებს უყვარდი,ჯერ გამოშვებული ერთიც რომ არ გქონდა ფირფიტა ვინილის, ცინიკურს, მხიარულს, ლაღსა და უბადლოდ ნიჭიერ, გაბედულ თავნებას შენით გაკვალული გერჩივნა ბილიკი. ზღვები გიზიდავდა არვისგან ნავლები ცხრა მთა გადალახე და ისე, უშიშრად დასერე მრავალი უვალი ტბა-სერი; ცხრა ტევრი- თავის დასაცავად თოფიც არ დატენე შემოგხვდა დიდების მწვერვალზე სიკვდილი -ათასი რჩეული სიცოცხლის დამტევი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|