 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2019 |
*** იმ ღამით, როცა თბილი შემოდგომა დამთავრდა და პირველად აცივდა, იმ ღამით, იმ პირველი ცივი ღამით, მე და ჩემი ძმა ვისხედით სამზარეულოში, წყნარად, არ ვეჩხუბებოდით ერთმანეთს: ხელი გაწიე! პლედი ჩემია! თმას ნუ მქაჩავ და ეგეთები... და არც ტელევიზორის გადართვაზე ვჩხუბობდით, ვიჯექით წყნარად და არ ვიცოდით სად წაგვეღო ხელები, ფეხები, თვალები...
იმ ღამით, სანამ მამა, ჩვენს უმცროს ძმას დასაძინებლად წაიყვანდა, გვითხრა, რომ დედა ჩვენგან წავიდა, რომ ხანდახან ამდაგვარი ამბებიც ხდება, რომ დედები, (ან მამები) ცაში კი არა, უბრალოდ, სხვა სახლებში გადადიან...
2019. 3. 11.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ასეთი ბომბი რომ მოგხვდება, წადი და იცხოვრე მერე... :(
ასეთი ბომბი რომ მოგხვდება, წადი და იცხოვრე მერე... :(
5. ცაში წასვლაზე უფრო მწარე ტრაგედია - სხვა სახლებში გადასული დედები.
როგორ ამბობ ხოლმე...
ცაში წასვლაზე უფრო მწარე ტრაგედია - სხვა სახლებში გადასული დედები.
როგორ ამბობ ხოლმე...
4. 5 იანი და არ დაჯდე , მალე მოდი ახალი ლექსით . თვეში ერთი 5 იანი არაა საკმარისი )) 5 იანი და არ დაჯდე , მალე მოდი ახალი ლექსით . თვეში ერთი 5 იანი არაა საკმარისი ))
3. მისანი მასწ! დავჯდე? :))) მისანი მასწ! დავჯდე? :)))
1. რა სევდიანია.
რა სევდიანია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|