მე ჩოხის მეამაყება
მე ჩოხის მეამაყება შავის, სისხლისფრის, თეთრის, მე ცეკვის მეამაყება ილიკოს ფეხის გასმის, ნინოს ჯეირანს ვეტრფი, რაც გვირგვინია ქალის, მე ისტორიას ვეტრფი, რომელიც კლდეა სალის.
მე გულს მიჩქარებს ხორუმი, გადაჯაჭვული ერი, ოსურს დავარქმევ კლასიკას, სინქრონს კაცის და ქალის, მხედრული ჩვენი გენია, რითიც მოვედით დღემდე, აფხაზეთი ხომ ჩვენია, სულ მინდა ამას ვწერდე.
ქართული ცეკვა რწმენაა, ტრადიცია და ხიდია, ქართული ცეკვის სინდისი, ულვაშის წვრეზე გვკიდია, მანდილოსანთან მოქცევის, ეს კულტურაა ქართველის, რაზეც თანხმდება მსოფლიო, ნიჭს ჩოხით მოსავს ნათელი.
ეს მერვე საოცრებაა, ფაქიზათ უნდა ფერება, ჩემი აზრია ქართველნო, პირიქით არ შეგვერგება. ყველას თავისი აზრი აქვს და მე არცერთს არ ვაკნინებ, მაგრამ რაც არის სიწმინდე, იმას ნუ დაგვაკარგვინებთ.
მე ჩოხის მეამაყება შავის, სისხლისფრის, თეთრის, ყველა პა მეამაყება, რაც ნაბოძია ღმერთის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჯიგარი ხარ, მეც შენსავით მეამაყება ეს ყველაფერი.
5 ჯიგარი ხარ, მეც შენსავით მეამაყება ეს ყველაფერი.
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|