ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2019


ოდა შავ-თეთრ ფოტოებს

მინდა ეს ლექსი  მოგიძღვნათ
თქვენ,ფოტოგრაფის სალონში,
ან ბუნწიაღში სადმე,ან და
ქალაქურ ბაღებში
გადაღებულო ფოტოებო,
რომ შეაჩერეთ წამი.
შემოუნახეთ მოგონებას.

ვერ შეედრებით მართლაც
ციფრულ კამერის ფერებს
დაგეროტიპის ნაცვლად
იმ დროს თქვენ შეეფერეთ.
ჩვენი განვლილი ცხოვრების
ტკბილ წამებს მოეფერეთ.

რამდენ სიხარულს იტევს
თუნდ სამაიას ბაღი, -
შავ თეთრ ფოტოებს ახსოვთ
მისი დროება ლაღი.
არ მეგულება თითქმის
არავინ ჩემი კბილა
იმ ბაღში ფოტოს სახე
ინც კი არ დააჩინა.
შავ თეთრ ფოტოდან
რა ფერად სითბოდ
ასხივებს განწყობა
გვახსენებს ხოლმე,
რა კარგი იყო
ახალგაზრდობა.
ზოოპარკიდან გვიმზერს
პაპიემაშეს პატარა ცხენზე
ამხედრებული ბავშვობა....
სადაღა დღეს ის ცხენი?
ფოტოგრაფიამ აღბეჭდა
მასთან შეხვედრა ჩვენი
მშობლებების მიერ შენახულ
შავ თეთრ ფოტოზე ცვდება
მე ვისაც ვიცნობ ყველას
ფოტოალბომში მხვდება..

ვინც იშვიათად ვჩქარობთ,
ფერად ფოტოზე თეთრით
რომ აღვიბეჭდოთ თმებით
უბრალოც გვახარებს ძღვენი
შავ- თეთრ ფოტოს შერჩენილი
ახალგაზრდობის დღენიც.
წასულნიც, აქეთ მყოფნიც
მხარდამხარ, ერთად შავ-თეთრ 
ფოტოებს შევრჩით კადრებად.
უხერხულია., გარდაცვლილი
მეგობრების გვერდით დგომა
ფერად სამოსში, არ გვეკადრება.
.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები