ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2019


ფარდობითობის თეორიით

როცა
ახედავ ცას,
დაინახავ,
რომ  უჭეროა
იქნებ უფსკერო?
თუ ვისთვის როგორ?
ცის შემთხვევაშიც
ფარდობითია
მიმართულება
პირობითია
ქვესკნელ- ზესკნელი
არავინ იცის
ვის რა შეჰფერის
სად დავანება,
მაღლა თუ დაბლა
მერე, თუ ახლა
რადგან ცნებები დროს
და სივრცის
უკიდურეს
სიშორეში იკვეთებიან
რაღაც წერტილში
ბოროტების და
სიკეთის მიღმა
სადაც ღამურას
უშავესი
აპკიც ფრთებია
და ანგელოზის
სხივმფინარი
თეთრი ფრთებიც

უბრალოდ ფრთები

აბა მითხარი ცას
გუმბათი არ  აქვს
თუ ფსკერი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები