 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია 9 თებერვალი, 2020 |
ეგეთი თამაშია ცხოვრება - ესა... მესა... ბევრი უკვე ჩვენი წრიდანაც გავიდა...
მე სულ მეგონა, რომ რაღაც უკეთესი წინაა. სინამდვილეში, უკეთესიც, საუკეთესოც უკან დარჩა! ცხოვრებას, თუ ერთხელ ვერა, განმეორებით ვერ გამოიყენებ.
ეს ნიშნავს - სხეული- ჭურჭელი - ერთჯერადია.
შეიძლება სული რჩებოდეს სადმე, როგორც მაგალითად, მოფრიალე ფერადი პილიეთილენი - მავთულზე, ის, მარადიულია და ხრწნას არ ექვემდებარება. ერთხელ, ნარკოზის "პერედოზის" ფაზაში, მე ეს განვიცადე : ვიყავი ეთერით გაბერილი პოლიეთილენის პარკი, მთრთოლავი და მოშიშინე, როგორც ტელევიზორის ეკრანი შორეულ სამოცდაათიანებში. და საოპერაციოს პროჟექტორზე მოქანავე, ვხედავდი დაბლა, მაგიდაზე, ჩემს ყოფილ, გაფატრულ სხეულს, და კადრებს, მისი მიწიერი ცხოვრებიდან... და ოდნავადაც არ დამნანებია.
და მერე როცა სული (მე) სხეულმა (მან) მოიბრუნა, იმის მერე, სულ ვცდილობ ყოველდღე შევიძლო, სულ მუდამ ხვალისთვის გადადებული ცხოვრება... ..................... თუმცა, ეს - არასდროს გამომდის...
9.02.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. წუთისოფელია ამ ლექსში. წუთისოფელია ამ ლექსში.
4. რა მართალი ნაწერია! რა მართალი ნაწერია!
3. რატომღაც ეს ლექსი გამახსენდა
Роберт Рождественский
Тихо летят паутинные нити. Солнце горит на оконном стекле. Что-то я делал не так; извините: жил я впервые на этой земле. Я ее только теперь ощущаю. К ней припадаю. И ею клянусь... И по-другому прожить обещаю. Если вернусь...
Но ведь я не вернусь.
რატომღაც ეს ლექსი გამახსენდა
Роберт Рождественский
Тихо летят паутинные нити. Солнце горит на оконном стекле. Что-то я делал не так; извините: жил я впервые на этой земле. Я ее только теперь ощущаю. К ней припадаю. И ею клянусь... И по-другому прожить обещаю. Если вернусь...
Но ведь я не вернусь.
2. როგორი ძარღვიანი ნაწერია, სულის შემძვრელი. როგორი ძარღვიანი ნაწერია, სულის შემძვრელი.
1. ხვალისთვის გადადებული ცხოვრება ნამდვილად არაა სახარბიელო :) სულის უკვდავების არ გჯერათ როგორც მივხვდი, თუ უბრალოდ შედარებისთვის გამოიყენეთ? :) ხვალისთვის გადადებული ცხოვრება ნამდვილად არაა სახარბიელო :) სულის უკვდავების არ გჯერათ როგორც მივხვდი, თუ უბრალოდ შედარებისთვის გამოიყენეთ? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|