პრობლემა ჩვენი ფიქრებია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცალკეული აზრები რომლებიც ძალიან სწრაფად მოძრაობენ შევიდეთ მათში და გაგავაანალიზოთ ჩვენს გონებაში მიმდინარე პროცესების არსი. აზრთა უწყვეტი ნაკადი ქმნის ქაოსის ილუზიას . ქაოსზე დასკვნების გამოტანა ადვილია როდესაც ვლაპარაკობთ ქაოსზე როგორც ერთ მთლიანზე, მაგრამ აზრთა ქაოსი სულ სხვა ფენომენია_ ეს ერთი მეორეზე გადაჯაჭვული შენი შემდგომი ნაბიჯების ანალიზია და ამ ანალიზის გაკეთება სწორი დიაგნოზის დასმა და გააზრებული ნაბიჯის გადადგმა ეს უკვე ხელოვნებაა. ამ აზრთა ნაკადს შეზლებისდაგვარად ნუ გავიუცხოებთ და მივიღოთ როგორ უბრალოდ ნაცნობი რომელთანაც გამარჯობის მეტი არაფერი გვაკავშირებს, მათი დიალოგების უბრალოდ დამსწრე თუ გავხდებითვისწავლით ბატონობას საკუთარ ფიქრზე, აზრები კი უბრალოდ შენს ფიქრთაქაოსური იმპერიის მრჩევლები გახდებიან, მაგრამ ეს თუ შემთხვევით დაგავიწყდა ან გამოგრჩა და რომელიმე აზრმა მოასწრო გაბატონება ეს სასოწარკვეთის ნაპერწკალია რადგან ხდები საკუთარი შინაგანი სამყაროს არა მეფე არამედ მხოლოდ სტუმარი , სასოწარკვეთის შედეგებზე კი ყველას მოგვეხსენება. მათ მხოლოდ უნდა უსმინოთ მაგრამ არასდროს დავაყენოთ იმ სიმაღლეზე რასაც აზრში ჩაციკვლა ანუ აზრის მეფობა ქვია. ერთადერთი ვისაც ვითვალისწინებთ შეძლებისდაგვარად ეს სინდისის ხმაა რომელსაც ჩვენდა სასიკეთოდ ადვილად გამოვარჩევთ სხვა ამპარტავნობით ან სიფიცხით სავსე ხმებისგან. რაც შეეხება ბავშვებს ბავშვის გონება ცემის აზრით უფრო აღქმადი და მგძნობიარეა ზრდასრულთან შედარებით, ყველაზე დიდი მისია რაც გვაკისრია ეს ბავშვის აღზრდაა, ბავშვებში ადამიანური თვისებების განვითარება ცოდნი შეზენა უნდა წარიმართოს კომუნიკაციის ჰარმონიული ჭრილით . ბავშვობაში ეყრება საფუძველი ცხოვრებისათვის აუცილებელ ძირითად თვისებებს_ პიროვნულ ხასიათს, ადამიანურ უნარჩვევწბს და აზროვნების კალაპოტს და ჩარჩოს ეს შემდგომში დიდ გავლენას იქონიებს მის მთელ ცხოვრებაზე როგორც სპორტი კვება და ჰიგიენა აისახება მის მომავალ ჯანმრთელობაზე. პირველ რიგში ბავშს უნდა ვასწავლოთ მოსმენა, გაჭირვებულის დახმარება და გულში წყენის არ ჩადების უნარი. ბავშვობა უამრავ კითხვაზე პასუხის გაგების რეჟიმია, რაც სამყაროს შეცნობას ემსახურება და რაც მეტია დასაბუთებული ამომწურავი და სწორად გადაცემული პასუხი მით მეტი ხდება ბავშვის თავდაჯერებულობა რისი ფასიც ცხოვრებაში ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ შევძლებთ იმას რომ ბავშს თავდაჯერებულებასთან ერთად ბავშვობიდანვე გავუჩინოთ მიზანშედწგობრივობის კავშირის სისტემის ინტერესი და მისწრაფება სტრიქონებს და წინადადებებს შორის აზრის ამოკითხვის ბავშვის აღზრდის 30 პროცენტი შესრულებულია. თუ ბავშვი თავდაჯერებულია ანუ იცის ის რაც მის ასაკში მოეთხოვება და აქვს ის ხედვა რა ნაბიჯს რა შეიძლება მოყვეს აქვს კულტურა გაარჩიოს უფროს უმცროსი და აქვს უნარი მოსმენის ეს უკვე პირველ ეტაპზე გამარჯვებაა. ასაკთან ერთად ღრმავდება ცოდნა წარმოიქმნება იდეალები მიზანშედეგობრიობის არეალი ფართოვდება და კალაპოტიც სულ უფრო დასანახი ხდება. რაც შეეხება ყველაზე ფაქიზ სულიერების თემას კი ნამდვილახ ყველაზე ფაქიზად და ეტაპობრივად მისაწოდებელი თემაა რადგან უკუ ეფწქტი არ გამოიწვიოს რისი მომსწრენიც ბევჯერ გავმხდარვართ. ყველაზე ადვილად ასახსნელი და ბავშვის აზროვნებიდან გამომდინარე ადვილად მისატანი ჩემის აზრით არის ასეთი ახსნა რომ როდესაც რამეს აშავებს და იცის რომ აშავებს რაც ჩვენი გამოცდილებით ვიცით ჩაესმის ხმა რომ ეს ცუდია და საპირისპიროსკენ უბიძგებს წარმოშობს მასში სინანულის და სიმორცხვის განცდას დაუჯეროს მაგ ხმას მთელი ცხოვრება და დანარჩენს წლებთან ერთად შეიძენს და სწორ არჩევანსაც გააკეთებს.