ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2020


Curriculum morbi /ირას/

ისინი არიან კაცები ისტორიებით,
აუდიტორიებიდან ან კიდევ უარესი-
სკოლის მერხიდან აკიდებული
ცოლებით,
რომლებიც
ქრონიკულ ნათესავებად გადაგვარდნენ.
ცოლები -
ყელშიამოსული სადილებით,
დაუთოებული შარვალ-პერანგებით
და გადატანილი სამშობიარო ტკივილებით მოვაჭრეები.
"ახალგაზრდობა შემოგწირე"-ს ტიპის ჩივილებით,
ვერშემდგარი,
ამებები და ლამბლიები!
მიტმასნილი სიყვარულის
ტერმინალურ მდგომარეობას,
იქ სადაც ვნებას
რა ხანია,
მოერია შორსწასული
მზრუნველობის მეტასტაზები.

და მაინც!
ეს კაცები - ისტორიებით,
ხანდახან შეხვდებიან ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარ სახსრებს დაყრდნობილ ქალებს,
ვისი იდეალიც არასდროს ყოფილა არც კონკია და არც ერთი სხვა,
შტერი მზეთუნახავი,
ქალებს-
არაჩვეულებრივი წარსულით და
საეჭვო მომავლით,
მაგრამ  ისინი მათ - არასდროს
მოიშინაურებენ.

ნინო ქოქოსაძე.
7.03.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები