ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2020


კარანტინში მყოფი ემიგრანტის ლექსი

ჩემი ცხოვრების ერთმა 
ზამთარმაც  გადაიარა.
ისე  გამოვცდი
მის ქარტეხილებს,
თითქოს საზღვრები
არც ჩაკეტილა
მგონი ცხენი ვარ,
ქანცგაწყვეტილი,
ან იქნებ ჩიტი
ფრთამოტეხილი.
ფრთა მოვიტეხე
თბილ ქვეყნებში გადაფრენისას
დაბრუნებული მერცხალივით
ბედნიერი ვხარობ და ვგალობ.
ნუ გაიკვირვებთ
ამ სიმღერას შინდაბრუნების
ნუ მეკითხებით - რა გიხარია?
ან,რა გამღერებს, რას ჩადი ქალო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები