რა მევალენტინება და რა მეთოთხმეტთებერვლება, რაც სიყვარული მებადა მიფრინავს და მიიშლება... ვიწყებ მასზე ფიქრს და ის კი ქრება... უცაბედად ქრება...
ვერც ამ ვალენტინობით და ვერც ამ თოთხმეტთებერვლობით, მე შენ ვერ გიხილე ჩემთან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით... ეს დღეც მიიწურა, ვხედავ, უგემური ჩალიჩობით...
გულო, გამომშრალო ფიქრით, სევდით ავსებულო უხვად, ისევ ძველებურად გჯერა ამგვარ სიყვარულის თუღა, წადი ბილიკებით შენით, მე კი გამიყოლებ ნუღარ...
ლამაზს, მშვენიერს და სათნოს ღიმილს როცა ვეძებ მისას, უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს, - გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და, ვით გაზაფხულის ყვავილს, ხელში მორიდებით ვიყვან...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. ლამაზს, მშვენიერს და სათნოს ღიმილს როცა ვეძებ მისას, უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს
ძალიან მომწონს:):) ლამაზს, მშვენიერს და სათნოს ღიმილს როცა ვეძებ მისას, უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს
ძალიან მომწონს:):)
42. და, ვით გაზაფხულის ყვავილს, ხელში მორიდებით ვიყვან...
არა რა, ლამაზია ძაან ;) და, ვით გაზაფხულის ყვავილს, ხელში მორიდებით ვიყვან...
არა რა, ლამაზია ძაან ;)
41. რა მევალენტინება და რა მეთოთხმეტთებერვლება :)
კარგია :)
რა მევალენტინება და რა მეთოთხმეტთებერვლება :)
კარგია :)
39. ჭა,შეიძლება მეც შემოგიერთდე? ჭა,შეიძლება მეც შემოგიერთდე?
38. ჩემი საყვარელი პოეტია, ეს კაცი......... ჩემი საყვარელი პოეტია, ეს კაცი.........
37. რა სევდიანიაა. მომწონს შენი სევდაც რა სევდიანიაა. მომწონს შენი სევდაც
36. მაგარი ძაან. მაგარი ძაან.
35. მალადეც, ნეკერ, კარგად გამაცინე რაა ამ სევდიან გულზე... მალადეც, ნეკერ, კარგად გამაცინე რაა ამ სევდიან გულზე...
34. სიმარტოვე მიშასო და უცებ ვერ მივხვდი, კინაღამ აქაც "რას გვიშვება ეს მთავრობა" ვთქვი :) სხვები უფრო მომწონს ხოლმე :) სიმარტოვე მიშასო და უცებ ვერ მივხვდი, კინაღამ აქაც "რას გვიშვება ეს მთავრობა" ვთქვი :) სხვები უფრო მომწონს ხოლმე :)
33. გულო, გამომშრალო ფიქრით, სევდით ავსებულო უხვად, ისევ ძველებურად გჯერა ამგვარ სიყვარულის თუღა, წადი ბილიკებით შენით, მე კი გამიყოლებ ნუღარ...
,,ოხ ოხ,,, ,,კ ,, გულო, გამომშრალო ფიქრით, სევდით ავსებულო უხვად, ისევ ძველებურად გჯერა ამგვარ სიყვარულის თუღა, წადი ბილიკებით შენით, მე კი გამიყოლებ ნუღარ...
,,ოხ ოხ,,, ,,კ ,,
32. ძალიან მომეწონა, ბოლოში რაღაც.. როგორ ამბობენ.. მოაქვსო.. წამოიღო..
მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და, ვით გაზაფხულის ყვავილს, ხელში მორიდებით ვიყვან...
ძალიან მომეწონა, ბოლოში რაღაც.. როგორ ამბობენ.. მოაქვსო.. წამოიღო..
მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და, ვით გაზაფხულის ყვავილს, ხელში მორიდებით ვიყვან...
30. გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
:) გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
:)
29. ძალიან კარგია! :) ძალიან კარგია! :)
28. გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას... სიმარტოვეშიც საინტერესო ხართ...5 გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას... სიმარტოვეშიც საინტერესო ხართ...5
27. ლელა-65-ო, საიდან ჩანს, რომ დარდს ვნებდები? არც ეგეთი სუსტი ვარ ილტოს ხეობის ფიქალი (ეხლა არ მკითხო, ფიქალი რაღააო, მაინც არ გეტყვი, ჩაიხედე ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში...), ზოგ-ზოგიერთებს რომ შეიძლება მოეჩვენოს!... ჰა...ჰა...ჰა.... ლელა-65-ო, საიდან ჩანს, რომ დარდს ვნებდები? არც ეგეთი სუსტი ვარ ილტოს ხეობის ფიქალი (ეხლა არ მკითხო, ფიქალი რაღააო, მაინც არ გეტყვი, ჩაიხედე ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში...), ზოგ-ზოგიერთებს რომ შეიძლება მოეჩვენოს!... ჰა...ჰა...ჰა....
26. ცინიკოსო, ლექსი ძალიანაც მოგეწონა და იმასაც მშვენივრად მიხვდი, რომ ის სწორედ ვალენტინობისთვისაა დაწერილი, მაგრამ საგანგებოდ ამბობ იმას, რასაც ამბობ, რომ ვითომ გამაბრაზო და იცი, რატომ აკეთებ ამას? იმიტომ, რომ გინდა, გაამართლო შენი ნიკი - ცინიკოსი! ცინიკოსო, ლექსი ძალიანაც მოგეწონა და იმასაც მშვენივრად მიხვდი, რომ ის სწორედ ვალენტინობისთვისაა დაწერილი, მაგრამ საგანგებოდ ამბობ იმას, რასაც ამბობ, რომ ვითომ გამაბრაზო და იცი, რატომ აკეთებ ამას? იმიტომ, რომ გინდა, გაამართლო შენი ნიკი - ცინიკოსი!
25. დარდს არ დანებდე მიშა და წერე ლამაზი ლექსები!!!! :)5 დარდს არ დანებდე მიშა და წერე ლამაზი ლექსები!!!! :)5
24. მე კი ვფიქრობ, დაისო (რა მელანქოლიური ნიკი გაქვს, არადა, რა ოპტიმისტი ხარ მსჯელობაში), რომ სწორედ ლამაზი ლექსების საფუძველში ყოველთვის დევს რაღაც რეალური... არარაიდან არაფერიც არ იქმნებისოო, ხომ წერია. აქ ბედისწერის უკუღმართობაზეა საუბარი, თორემ გასაგებია, რომ ერთი ადამიანის სათნოება და კეთილშობილება სულაც არ არის საკმარისი მეორე ადამიანის ბედნიერებისთვის... მე კი ვფიქრობ, დაისო (რა მელანქოლიური ნიკი გაქვს, არადა, რა ოპტიმისტი ხარ მსჯელობაში), რომ სწორედ ლამაზი ლექსების საფუძველში ყოველთვის დევს რაღაც რეალური... არარაიდან არაფერიც არ იქმნებისოო, ხომ წერია. აქ ბედისწერის უკუღმართობაზეა საუბარი, თორემ გასაგებია, რომ ერთი ადამიანის სათნოება და კეთილშობილება სულაც არ არის საკმარისი მეორე ადამიანის ბედნიერებისთვის...
23. ბედისწერა თავისთავად ულმობელი ვერ იქნება, თუ ადამიანებმა არ აქციეს იგი ასეთად. შეუძლებელია, ერთმა ადამანმა სხვისგან მოითხოვოს იგი სრულად, თუ სანაცვლოდ თავად არაფერის გამღები არ არის. ასეთ შემთხვევაში, ერთი ადამიანის სათნოება და კეთილშობილება, მეორის ბედნიერების, (თანაც სრულის) წყაროდ, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენება. ამიტომ ჩავთვალე ლექსის სიუჟეტი სრულ ფანტაზიაზე აგებულად. ლამაზი ლექსის წერა ასე უფრო ადვილია, რეალობის გარეშე ბედისწერა თავისთავად ულმობელი ვერ იქნება, თუ ადამიანებმა არ აქციეს იგი ასეთად. შეუძლებელია, ერთმა ადამანმა სხვისგან მოითხოვოს იგი სრულად, თუ სანაცვლოდ თავად არაფერის გამღები არ არის. ასეთ შემთხვევაში, ერთი ადამიანის სათნოება და კეთილშობილება, მეორის ბედნიერების, (თანაც სრულის) წყაროდ, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენება. ამიტომ ჩავთვალე ლექსის სიუჟეტი სრულ ფანტაზიაზე აგებულად. ლამაზი ლექსის წერა ასე უფრო ადვილია, რეალობის გარეშე
21. ლამაზს, მშვენიერს და სათნოს ღიმილს როცა ვეძებ მისას, უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს, - გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხულის ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
უმაგრესიიიი :x ლამაზს, მშვენიერს და სათნოს ღიმილს როცა ვეძებ მისას, უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს, - გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხულის ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
უმაგრესიიიი :x
20. მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხულის ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
ესეთი ლამაზი სიყვარული მარტო შენ შეგიძლიაა.... :) მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხულის ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
ესეთი ლამაზი სიყვარული მარტო შენ შეგიძლიაა.... :)
19. რა აგრე არაა?;) რა აგრე არაა?;)
18. რაკი შენ იტყვი რა, ცინიკოსო!.. ჰა...ჰა... ჰა.............. რაკი შენ იტყვი რა, ცინიკოსო!.. ჰა...ჰა... ჰა..............
17. ლექსი ჩემისაზრით ვალენტინობისთვის სულაც არაა დაწერილი და ვალენტინობა ხელოვნურადაან ჩაკვეხებული ეს ძალიან არ მომეწონა!!!!!!! ლექსი ჩემისაზრით ვალენტინობისთვის სულაც არაა დაწერილი და ვალენტინობა ხელოვნურადაან ჩაკვეხებული ეს ძალიან არ მომეწონა!!!!!!!
16. დაისო, მარტოობა ამ ლექსის ლირიკული გმირის არჩევანი არ არის, ძვირფასო. ეს მისი ულმობელი ბედისწერის ახირებაა!.. განა ლამაზი, მშვენიერი, სათნო და ღიმილიანი ქალი ყოველთვის სრული ბედნიერების წყაროა?!. ეჰ, ნეტავი მართლა ასე იყოს და...
მადლობა ყველას კომენტარებისთვის. მზიანსა და სიყვარულით გაჯერებულ დღეებს გისურვებთ, გულისხმიერნო!... დაისო, მარტოობა ამ ლექსის ლირიკული გმირის არჩევანი არ არის, ძვირფასო. ეს მისი ულმობელი ბედისწერის ახირებაა!.. განა ლამაზი, მშვენიერი, სათნო და ღიმილიანი ქალი ყოველთვის სრული ბედნიერების წყაროა?!. ეჰ, ნეტავი მართლა ასე იყოს და...
მადლობა ყველას კომენტარებისთვის. მზიანსა და სიყვარულით გაჯერებულ დღეებს გისურვებთ, გულისხმიერნო!...
15. საინტერსოა, თუ ქალი ლამაზია,მშვენიერი, სათნო, ღიმილიანი, მიშას მარტოობა და მხოლოდ ოცნება რატომ აურჩევია, მაგრამ ყველას აქვს არჩევანის უფლება. იმედია, ეს ავტორის ფანტაზიაა. არ ვიცი, სიყვარულს მარტოობა რით ჯობია. გავს ძალიან ცნობილი პოეტის ფრაზებს: თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე, შენ ვერ გიხილეს ჩემთან მოსული. საინტერსოა, თუ ქალი ლამაზია,მშვენიერი, სათნო, ღიმილიანი, მიშას მარტოობა და მხოლოდ ოცნება რატომ აურჩევია, მაგრამ ყველას აქვს არჩევანის უფლება. იმედია, ეს ავტორის ფანტაზიაა. არ ვიცი, სიყვარულს მარტოობა რით ჯობია. გავს ძალიან ცნობილი პოეტის ფრაზებს: თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე, შენ ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.
14. გულო, გამომშრალო ფიქრით, სევდით ავსებულო უხვად, ისევ ძველებურად გჯერა ამგვარ სიყვარულის თუღა, წადი ბილიკებით შენით, მე კი გამიყოლებ ნუღარ...
მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხულის ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
ეს ორი სტროფი გამორჩეულად მომეწონა! ძალიან კარგია. მთლიანობაშიც რიტმული და ლაღი მუსიკაა ლექსში. გულო, გამომშრალო ფიქრით, სევდით ავსებულო უხვად, ისევ ძველებურად გჯერა ამგვარ სიყვარულის თუღა, წადი ბილიკებით შენით, მე კი გამიყოლებ ნუღარ...
მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხულის ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
ეს ორი სტროფი გამორჩეულად მომეწონა! ძალიან კარგია. მთლიანობაშიც რიტმული და ლაღი მუსიკაა ლექსში.
12. უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს, - გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
შენებური, წმინდა ლირიკა!! გაიხარე,მიშა!!
უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს, - გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
შენებური, წმინდა ლირიკა!! გაიხარე,მიშა!!
11. მომეწონა ლექსი, მიხეილ,
საინტერესო მომენტები გააჟღერე,,
პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი. მომეწონა ლექსი, მიხეილ,
საინტერესო მომენტები გააჟღერე,,
პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
10. სასიამოვნო განწყობა:) სასიამოვნო განწყობა:)
9. მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრება მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხულის ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
... ღვთიური სიყვარულის მადლი, პოეტური სიტყვის კიდევ ერთი გამარჯვება. 5!
მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრება მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხულის ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
... ღვთიური სიყვარულის მადლი, პოეტური სიტყვის კიდევ ერთი გამარჯვება. 5!
8. ...და რა განწყობაა ჩუმი... და რა ხმამაღლაა თქმული... ვალენტინობას ამ ნამზრალს, უცებ გაევლება ხნული... მოვა გაზაფხული მალე... მალე იღიმილებს სულიც... პოეტს სიყვარული ამკობს, მარად მოუღლელი გული... :):):) ...და რა განწყობაა ჩუმი... და რა ხმამაღლაა თქმული... ვალენტინობას ამ ნამზრალს, უცებ გაევლება ხნული... მოვა გაზაფხული მალე... მალე იღიმილებს სულიც... პოეტს სიყვარული ამკობს, მარად მოუღლელი გული... :):):)
7. 555 მაგარია 555 მაგარია
6. მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ---ა მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხული ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
ძალიან კარგია :) 5 მე კი არ დავნებდე, მინდა, ბედს და ჩემებურად მიმყავს, რადგან მენატრებ---ა მაინც, რადგან უსაზომოდ მიყვარს და ვით გაზაფხული ყვავილს ხელში მორიდებით ვიყვან...
ძალიან კარგია :) 5
5. ბარაქალათქო შენს კალამს მითქვამს ხო? კარგია!!! ;) ბარაქალათქო შენს კალამს მითქვამს ხო? კარგია!!! ;)
4. ბედნიერია ადამიანი, ვისაც სიყვარულის უნარი აქვს.... ბედნიერია ადამიანი, ვისაც სიყვარულის უნარი აქვს....
3. ლამაზს, მშვენიერს და სათნოს ღიმილს როცა ვეძებ მისას, უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს, - გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
ია - სამანს დაეეეკარგა ფეეეე-რიიიიიიიი... აღაააარ გახსოოოოვს ნუთუუუუ ა-რაა-ფეეე-რიიიიიი... 5 ლამაზს, მშვენიერს და სათნოს ღიმილს როცა ვეძებ მისას, უმალ იასამნის ტოტი უცხოს მომაწოდებს ნიშანს, - გული სხვას ეკუთვნის მისი, ხოლო სიმარტოვე - მიშას...
ია - სამანს დაეეეკარგა ფეეეე-რიიიიიიიი... აღაააარ გახსოოოოვს ნუთუუუუ ა-რაა-ფეეე-რიიიიიი... 5
2. რა მევალენტინება და რა მეთოთხმეტთებერვლება, რაც სიყვარული მებადა მიფრინავს და მიიშლება... ვიწყებ მასზე ფიქრს და ის კი ქრება... უცაბედად ქრება...
ვერც ამ ვალენტინობით და ვერც ამ თოთხმეტთებერვლობით, მე შენ ვერ გიხილე ჩემთან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით... ეს დღეც მიიწურა, ვხედავ, უგემური ჩალიჩობით...
თითქოს ეს ნაწილი სხვა დროსაა დაწერილი და მიბმული დანარჩენ ნაწილს.პირველი ნაწილი უფრო ლაღი და ''თანამედროვეა''(ბრჭყალებში ეს სიტყვა). მესმის რომ ამ მეთოდით ხშირად კონტრასტსაც აკეთებენ. ჩემი მაქსიმუმი 2 ქულა. განწყობის ლექსია მართლა.მოზომილი .:) რა მევალენტინება და რა მეთოთხმეტთებერვლება, რაც სიყვარული მებადა მიფრინავს და მიიშლება... ვიწყებ მასზე ფიქრს და ის კი ქრება... უცაბედად ქრება...
ვერც ამ ვალენტინობით და ვერც ამ თოთხმეტთებერვლობით, მე შენ ვერ გიხილე ჩემთან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით... ეს დღეც მიიწურა, ვხედავ, უგემური ჩალიჩობით...
თითქოს ეს ნაწილი სხვა დროსაა დაწერილი და მიბმული დანარჩენ ნაწილს.პირველი ნაწილი უფრო ლაღი და ``თანამედროვეა``(ბრჭყალებში ეს სიტყვა). მესმის რომ ამ მეთოდით ხშირად კონტრასტსაც აკეთებენ. ჩემი მაქსიმუმი 2 ქულა. განწყობის ლექსია მართლა.მოზომილი .:)
1. რაღაცნაირად მესიამოვნა ეს ლექსი... განწყობისაა :) რაღაცნაირად მესიამოვნა ეს ლექსი... განწყობისაა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|