ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2009


გალიის ჩიტი

მიბჯენილი გაქვს მზერა მინაზე,
გაჰყურებ შორეთს დარაბებს მიღმა...
და შროშანივით შენი სინაზე
თითქოს ანჯამის ემალზე მიხმა...

ჩიტი ხარ, ჩიტი სუსტი, უმწეო
და სახლი, როგორც რკინის გალია,
ოცნებას ძირს და დაბლა ეწევა,
რომ დღე დაშვებულ ფრთებით გალიო...

ვრცელია  სევდა ჰორიზონტივით
და ნაღვლიანი მზერის ისრები
და მდუმარების ცივი მოტივი
სავსეა გლოვის მძიმე ნისლებით...

არ შემიძლია ვუმზირო დიდხანს
სურათს, რომელზეც გალიის ტყვე ხარ...
გავარღვევ სივრცის ჩვენს შორის ტიხარს
და შემაჩერებს ეგ ზღუდეც ვეღარ...

დავამსხვრევ გულქვად ნაგებ ჯებირებს,
მაგ შენი მყარი გალიის კლიტეს
და ქარს და წვიმას წავაღებინებ
სივრცეს, რომელიც ამდენ დარდს იტევს...

და შენ კვლავ გაშლი ფრთებს ღიმილებად
და იფრენ... დარდიც გაქრება ყოვლის
და ცას სხივებად დაეფინება
ია-იების მსუბუქი თოვლი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები