ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2020


აქვს კი

კარანტინით და
წვიმით დაღლილი
ზაფხულიც დადგა.
სულ მალე, ალბათ,
მოხატავს ქალაქს
ნატიფი ჩრდილით
მზე შემოქმედი,
მაგრამ ამ დილით
მნახველი ბევრი
ვერ ეყოლება
მის გამოფენას.
შინ გამოგვკეტა
ციცქნა ვირუსმა.
დღეს მზის
მაგივრად
იგი იბრალებს
გვირგვინოსნობას.
მაინც ვერასდროს
ეღირსება მეფის
შესაფერ
თაყვანისცემას.
ის დრო გავიდა,
დამპყრობლური ომებით და
კაცისკვლით როცა
სახელს იხვეჭდნენ
გვირგვინოსანნი.
დღეს კი  გვირგვინი,
თუნდაც ეკლის,
იმას ეკუთვნის, ვინც
სხვის სიცოცხლეს
სამსხვერპლოზე
კი არ შეიწირავს,
თავს სწირავს სხვისთვის 
და ყოვლისშემძლეც
შეიწყალებს მონანიე
მის მაწამებლებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები