ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2020


მე უფრო (ეძღვნება სოფო ახმეტელს)

მაშინ შემიყვარდი როცა,
ჩემი სიყვარული შეგაყვარა ბედმა,
მაშინ შემიყვარდი როცა,
ჰორიზონტს იქით გაგიცანი ზღვაში,
მაშინ შემიყვარდი როცა,
ერთი მთლიანობა დაგვაკისრა ღმერთმა,
მაშინ შემიყვარდი როცა,
კომპასს დაკარგულს ჩამიჯექი ნავში.
ხოდა მეყვარები სანამ,
სანამ ვარსკვლავებში მზე იმეფებს ცაში,
ხოდა მეყვარები სანამ, სანამ სეზონები ამერევა თავში,
სანამ წვერ ულვაში გადამითეთრდება ძალა გამოლეულს მკლავში,
სანამ დღეს ღამე ცვლის, ზამთარს გაზაფხული ზაფხულს, შემოდგომა ცხადში,
გეტყვი მეყვარები ისე,
ციხეს ქაჯეთისას თავზე დავეცემი მარტო,
გეტყვი მეყვარები ისე, ტროას დიდ ალაყაფს ღორღად ჩამოვაქცევ მარტო,
ყველა პერსონაჟი ვისზეც დაწერილა ტყეში მოაწყობენ მეჯლისს,
ყველა სადღეგრძელო ლექსად შეისმება ლურჯი იალქნების შენთვის,
როგორც შენ მიყვარდი გუშინ, უფრო მეყვარები დღეს და უფრო მეყვარები ზეგაც,
როგორც მეყვარები ზეგაც, უფრო მეყვარები როცა, როცა ზეგ გახდება გუშინ,
ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ იმას ვასრულებთ, რაც რომ გადაწყვიტეს ცაში,
მე უფრო, შენ უფრო, მე უფრო მიყვარხარ ამ ლურჯ და მძიმე გულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები