ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2020


წარღვნას გადარჩენილების შესახებ(აპოკრიფული ვერსია)

გადმოდიოდა
ციდან ნათელი
მხოლოდ შენთვის
და შენი სახლისთვის.
შემოგნატროდა
ყველა მნახველი,
ღმერთს სთხოვდა
ნოეს ბედი აღირსოს
მასაც და მრავალ
მის შთამომავალს.
ღმერთმაც სწორედ
ის მოისაკლისა,
ვინც დახმარება
უცხოსთვის სთხოვა.
ის მოიძია,  შეიფარა ,არ
მიატოვა, მიიახლოვა,
რადგან სწორედ მას
გადაურჩა მარადიული
სული წარღვნისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები