ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2020


27.06.2020 - 02.07.2020

* * *
ზაფხულის დილა.
შორს ჰორიზონტზე მთების სილურჯეს
სოსან-ალისფერ ღრუბლებით კაზმავს.

02.07.2020


* * *
შემოტრიალდა
კოსმიურ ყინვით გაფიჩხულ გვერდებს
მზეს უშვერს თბება.

02.07.2020


* * *
ივლისის ღამე.
ისევ მოვიდა, კერუაკის გამოგზავნილი,
გომბეშო კართან.

01.07.2020


* * *
ივნისის ბოლო.
ჰა, როგორც იქნა გავთიბე ეზო.
სურნელით ვტკბები.

28.06.2020


* * *
ბლობა თავდება.
მე, სადაც ვწვდები - ის, კენწეროზე!
თავხედი შაშვი ...

27.06.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები