ვუძღვნი ოლღა დემურია-კოსტავას ნათელ ხსოვნას
საიმსოფლიო ბარათივით ვწერ ამ სტრიქონებს, სრულად ქართველთა ჭირისუფალ დედას ვიგონებ. ყვავილებივით სინანულის ვაწყობ ტირაჟებს დამწუხრებული მისი ცივი ცხედრის წინაშე. ცას მგლოვიარეს ეწვიმება შავი ფარდები, ქედის მოდრეკად, მუხლის მოყრად მივემართები უსათნოესი და უტეხი სულის პატრონთან, გმირის აღმზრდელთან და თავადაც გმირ ქალბატონთან. როგორ არ გვემეს, რა სიმწარე აღარ არგუნეს, როგორ აფრთხობდათ მისი სიბრძნე ბეღლის თაგუნებს! არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა, არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან. როცა ქალაქში სიძულვილის გესლი ბოლავდა, ის კი ურყევი გოდოლივით იდგა ბოლომდე. როცა ღალატის თუხთუხებდა ავი საკირე, რცა სამშობლო მომხვდურივით გადინადირეს. მხილებად იქცა ძმათამკვლელი ომის სამანზე, მიუთითებდა უგუნურებს ღვთის მისამართზე... მაგრამ ამაო იყო წმინდა დედის გოდება! ო, ის დღეები... ახლა მაინც რად მაგონდება! იგი ცოცხლადვე დამარხეს და გამოიმეტეს, როგორ უმსხვრევდნენ მოხუცს ყველა ბოლო იმედებს. შურს იძიებდა ჩრდილოეთის ავი ლეგატი, აგვირისტებდა ბოროტების თვისის ნეგატივს. მაგრამ, უფალო, ახლა იგი შენს წიაღშია, შენს უმსუბუქეს და უმშვიდეს ღვთიურ ბაღშია... და მჯერა, კვლავაც ივერიის გამოხსნას გვედრის სატანისაგან, ის ლამაზი ლერწამი კეგრის. უსპეტაკესი სული მისი დიადთა შორის ჰგიებს და ხედავს საქართველოს ტკბილ ძილისშორისს...
2003 წელი 22 თებერვალი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. მერაბ კოსტავას ანდერძი
სიცოცხლეში დავაფასოთ უნდა ვინაც გადო სიყვარულის ხიდი. ქართველებო! ერთად ვიყოთ მუდამ, იმ გზას გავყვეთ, ტაძრისკენ რომ მიდის. მერაბ კოსტავას ანდერძი
სიცოცხლეში დავაფასოთ უნდა ვინაც გადო სიყვარულის ხიდი. ქართველებო! ერთად ვიყოთ მუდამ, იმ გზას გავყვეთ, ტაძრისკენ რომ მიდის.
36. დზალიან კარგად საკითხავია... დზალიან კარგად საკითხავია...
35. მერაბ კოსტავას თავგანწირვა შენც გხვდა წილად, ხვედრი გასაშტერებელი! საქართველოს შეეწირე, როგორც აღმაშენებელი!
მერაბ კოსტავას თავგანწირვა შენც გხვდა წილად, ხვედრი გასაშტერებელი! საქართველოს შეეწირე, როგორც აღმაშენებელი!
34. 5555555555555555555555555555555555555555555555555 5555555555555555555555555555555555555555555555555
32. უკომენტაროდ. საშინლად მაგარი ლექსია. გაიხარე ილტოსპირელო უკომენტაროდ. საშინლად მაგარი ლექსია. გაიხარე ილტოსპირელო
31. ძალიან მაგარია ძალიან მაგარია
30. ძალიან მაგარია ძალიან მაგარია
29. არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა, არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან. როცა ქალაქში სიძულვილის გესლი ბოლავდა, ის კი ურყევი გოდოლივით იდგა ბოლომდე.
იმდენად მძიმე და სულის შემძვრელია, რომ კომენტარიც ზედმეტია ალბათ. არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა, არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან. როცა ქალაქში სიძულვილის გესლი ბოლავდა, ის კი ურყევი გოდოლივით იდგა ბოლომდე.
იმდენად მძიმე და სულის შემძვრელია, რომ კომენტარიც ზედმეტია ალბათ.
28. არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან...
იგი ცოცხლადვე დამარხეს და გამოიმეტეს....
არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან...
იგი ცოცხლადვე დამარხეს და გამოიმეტეს....
27. კარგი ლექსია, ილტოსპირელო!
ამაში ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ერთი რაღაცა მაინტერესებს:
"როგორ აფრთხობდათ მისი სიბრძნე ბეღლის თაგუნებს!"
ქართლის დედის სიბრძნემ, შეიძლება, მტრები დააფრთხოს! მომხდურები დააფრთხოს! მაგრამ ბეღლის თაგუნები რა შუაშია? კარგი ლექსია, ილტოსპირელო!
ამაში ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ერთი რაღაცა მაინტერესებს:
"როგორ აფრთხობდათ მისი სიბრძნე ბეღლის თაგუნებს!"
ქართლის დედის სიბრძნემ, შეიძლება, მტრები დააფრთხოს! მომხდურები დააფრთხოს! მაგრამ ბეღლის თაგუნები რა შუაშია?
26. საღოლ , გენაცვალე ჯიგარში საღოლ , გენაცვალე ჯიგარში
25. მართალი ლექსი!!! ემოციური!! მართალი ლექსი!!! ემოციური!!
23. სიმართლეა, არ აპატიეს... სიმართლეა, არ აპატიეს...
22. ამ გვერდზე ემოციების თუხთუხიაააა :) ძალიან კარგი ხაარ :-* კარგი, ცოტაა... უძლიერესი ! ამ გვერდზე ემოციების თუხთუხიაააა :) ძალიან კარგი ხაარ :-* კარგი, ცოტაა... უძლიერესი !
21. მშვენიერი ! 555 მშვენიერი ! 555
20. ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადაოოოო. ლექსი ისეთ ქალს ეხება, კომენტარი მგონი არ ჭირდება. ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადაოოოო. ლექსი ისეთ ქალს ეხება, კომენტარი მგონი არ ჭირდება.
19. მძიმე ლექსია, თუმცა, ასეთიც უნდა იყოს თემატიკიდან გამომდინარე.
კარგი ადამიანი ხართ. მძიმე ლექსია, თუმცა, ასეთიც უნდა იყოს თემატიკიდან გამომდინარე.
კარგი ადამიანი ხართ.
16. როცა ღალატის თუხთუხებდა ავი საკირე
არაჩვეულებრივი მიძღვნაა,მადლობა ბ-ნო მიშა, ძალიან მომეწონა. როცა ღალატის თუხთუხებდა ავი საკირე
არაჩვეულებრივი მიძღვნაა,მადლობა ბ-ნო მიშა, ძალიან მომეწონა.
15. მშვენიერი მიძღვნაა! :) მშვენიერი მიძღვნაა! :)
14. ეს დილით წავიკითხე
კარგი მიძღვნა ძალიან ეს დილით წავიკითხე
კარგი მიძღვნა ძალიან
13. არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა, არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან.
არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა, არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან.
11. კარგი მიძღვნაა ძალიან... კარგი მიძღვნაა ძალიან...
9. გაიხარე მიშა, ეს დიდებული ქალბატონი რომ გააცოცხლე ლექსში, ვწუხვარ რომ მერაბისა და მისი დედის სახელი დღეს ათასში ერთხელ თუ ამოტივტივდება სადმე,მაგრამ მეფობენ დრონი! გაიხარე მიშა, ეს დიდებული ქალბატონი რომ გააცოცხლე ლექსში, ვწუხვარ რომ მერაბისა და მისი დედის სახელი დღეს ათასში ერთხელ თუ ამოტივტივდება სადმე,მაგრამ მეფობენ დრონი!
8. არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა, არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან. როცა ქალაქში სიძულვილის გესლი ბოლავდა, ის კი ურყევი გოდოლივით იდგა ბოლომდე. როცა ღალატის თუხთუხებდა ავი საკირე, რცა სამშობლო მომხვდურივით გადინადირეს. მხილებად იქცა ძმათამკვლელი ომის სამანზე, მიუთითებდა უგუნურებს ღვთის მისამართზე... ... ჭეშმარიტი პოეტისაგან დანახული საქართველოს ტკივილი. !5!
არ აპატიეს მის ძუძუებს გაზრდა გმირისა, არ აპატიეს სარანგივით დგომა თბილისთან. როცა ქალაქში სიძულვილის გესლი ბოლავდა, ის კი ურყევი გოდოლივით იდგა ბოლომდე. როცა ღალატის თუხთუხებდა ავი საკირე, რცა სამშობლო მომხვდურივით გადინადირეს. მხილებად იქცა ძმათამკვლელი ომის სამანზე, მიუთითებდა უგუნურებს ღვთის მისამართზე... ... ჭეშმარიტი პოეტისაგან დანახული საქართველოს ტკივილი. !5!
7. კარგი ლექსია მიხეილ, :)
პატივისცემით, განდი. არწივი. კარგი ლექსია მიხეილ, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
6. ეჰ, ნეტავ, თუღა შემოგვრჩნენ ახლა ამგვარად მშვენიერი, მამულისათვის სულნაწირი ქალბატონები?!... და უფალი როდის გაგვხდის ღირსად, რომ გამოგვიჩნდნენ... და შვილებს ზრდიდნენ... და ჩვენც იმედს გვაძლევდნენ... ღიმილს გიტოვებთ და მადლობას გიძღვნით ამ მშვენიერი ლექსისთვის და ამ ცრემლებისთვის, რომელიც ახლა მიფარავს ღიმილს... :) ეჰ, ნეტავ, თუღა შემოგვრჩნენ ახლა ამგვარად მშვენიერი, მამულისათვის სულნაწირი ქალბატონები?!... და უფალი როდის გაგვხდის ღირსად, რომ გამოგვიჩნდნენ... და შვილებს ზრდიდნენ... და ჩვენც იმედს გვაძლევდნენ... ღიმილს გიტოვებთ და მადლობას გიძღვნით ამ მშვენიერი ლექსისთვის და ამ ცრემლებისთვის, რომელიც ახლა მიფარავს ღიმილს... :)
5. მადლობა ასე კარგად რომ იცით სიყვარული...55555555 მადლობა ასე კარგად რომ იცით სიყვარული...55555555
4. ცრემლი მომადგა, მიშა! გაიხარე! 5 ცრემლი მომადგა, მიშა! გაიხარე! 5
2. მერაბი მამას მეგობარი იყო.მისი მეუღლე ჩემი ნიკას თანამშრომელი. ძალიან დიდი ტკივილი პირადული და საქართველოსი. მადლობა და გაიხარეთ.
მერაბი მამას მეგობარი იყო.მისი მეუღლე ჩემი ნიკას თანამშრომელი. ძალიან დიდი ტკივილი პირადული და საქართველოსი. მადლობა და გაიხარეთ.
1. ყოჩაღ ილტესპირელო!!! მოვიხიბლე!!! არაჩვეულებრივ ადამიანს ხელს ვართმევ!!! გაგახარებს ღმერთი ილტოსპირელო!!! ყოჩაღ ილტესპირელო!!! მოვიხიბლე!!! არაჩვეულებრივ ადამიანს ხელს ვართმევ!!! გაგახარებს ღმერთი ილტოსპირელო!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|