ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2020


ეპიტაფია დედისათვის

(შვილებისაგან)

დედის წასვლის გულისტკივილს
ზომა-წონით არ ითვლიან.
არც უცხოებთან ყვებიან.
დატოვა ჩვენი შვილები
მათმა მზრუნველმა ბებიამ.
ჩემო ყოჩაღო ძამიკო,
დაიკო, ჩემო პატარავ,
რა ბედნიერი დრო იყო,
რაც ჩვენთან მან გაატარა.
თურმე რამდენი ყოფილა
შინაურიც და ნაცნობიც,
მეგობარი თუ მოყვარე,
მეზობელი თუ მოკეთე -
ის გულით რომ შეიყვარა
და ახსოვთ მისი სიკეთე,
ვინც მისგან ზრუნვა იხილა,
ვინც მისი სითბო გაიგო.
ოთხმოცდათერთმეტ წლისამაც
რამდენის ცრემლი წაიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები