ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2020


ადრე წასულები არ ბერდებიან

მჯერა,
გზის ბოლოს შევხვდებით ისევ
და ხანდაზმულსაც გამიღიმებ,
დამენახვები.  გამობრწყინდები.
ჩემი სიმღერის ჭრელო პეპელავ,
მოფრინდები და არ გაფრინდები.
ვერ გაგიგია რად გეძებ  ყველგან,
რით ვერ დასრულდა რომანი
მაგრამ ხომ გახსოვს- ნათქვამი არის,   
"ბოლოს შეჰყარნეს მიწამან ერთგან"...
ადრე წასულიც მხცოვანიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები