მხოლოდ შენ ერთმა აღმართე მაშინ ზეცისკენ ცერი ორთაბრძოლისას რომ დავიჭერი და არენაზე წავიქეცი გლადიატორი. გულზე მტრისმახვილმობჯენილი შენ ერთადერთმა არ მიმატოვე, დამარცხებულის დასჯას ანუ მოკვლას როდესაც კილიზეუმში შეკრებილი ითხოვდა რომი. მეც შევცქეროდი თვალს ვუსწორებდი ლითონისფერი სიკვდილის ციალს. ბარბაროსის მახვილმა მზერამ სისხლმოწყურებულ მოყიჟინეთა ამღვრეულ ფონზე გამოგარჩია. აღმოვაჩინე შენი უბადლო სილამაზის მშვიდი სინათლეც, აღმართული საშველად ცერიც. ნუთუ იმისთვის გადამარჩინე, ამურის ისრით,რომ დაგეჭერი?! მოუშუშებლად და გაგეწირე უპასუხო სიყვარულისთვის? შენ ერთადერთი მიცქერდე ცერად - ამას ჩემთვის იარენაზე სიკვდილი სჯობდა, ჩასაფრებულირომ მდარაჯობდა მაგ ალმაცერი ღიმილივით ლითონისფერი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|