ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2009


შეყვარებული მეამბოხის ლექსი

არ გაგაბრაზებ,
ისე წავალ,
შეუშფოთებლად..
დავიწროვდება ჩემი სულის
თვალსაწიერი,
სად შეგვიძლია გრძნობებისთვის
თავისშეწირვა,
მეამბოხეებს,კორსაეებს და ფლიბუსტიერებს.
როგორ მეგონა აგიტანდი,
მხარზე შემომჯდარს -
მოვახერხებდი,
ჩიტის სულელ დარდთან შეჩვევას...
სასაცილოა -
სიკვდილს  უფრთხის ადამის მოდგმა,
თან კარგად იცის,
ბოლოს მაინც ყველას ეწვევა.
მზერას ამრეზილს,
ამარიდებ გიჟს და ბოგანოს,
თავს შეგაზიზღებს
გაზეპილი ჩემი დრედები,
ვერ გამიხსენებ,
ან იქნება შიშიც მოგგვაროს,
ფუმფულა ქურქზე უნებურად თუ გაგედები.
ნუ შემიბრალებ!
დამიჯერე - არ ვარ საპყარი.
ღვთისმოშიშივით -
ყასიდად მაქვს თავი დახრილი.
აქ - ადვილია არ გიყვარდეს,
ერთი ქალი და... მთელი სამყარო,
ასე პატარა,
სხვის ჭუჭყიან ქუდში გაჩრილი.
ხურდას თუ მომცემ,
მოგიყვები, რად ვერ მხედნავენ
მტვერში წაქცეულს,
ქარი როგორ მესაუბრება,
სულში ჩაზრდილი,
ფარად დამაქვს ჩემი ბედლამი -
ჯაჭვით დაბმული
შეშლილების თავისუფლება!
მაინც არ მესმის
ტკბილცხოვრებაზეუარისმთქმელი
შენი ნახვისას რატომ ბორგავს,
გული ოხერი,
მკერდში ჰქონიათ
ჯოჯოხეთივით შავი ქვესკნელი -
ფლიბუსტიერებს, კორსარებს და
მეამბოხეებს….

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები