ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2020


უმისამართო წერილი დედას

გთხოვ, არ მიწყინო
ეტლში ჯდომით გადავიღალე.
რაც შენ წახვედი, ტკივილით და
უძილობით შეწუხებული,
უკვე შენსავით
ვეღარც მე  გავცქერ
აივნიდან
დილასისხამზე
ძველებურად
ხალისიანად, ლაღად
მთა-გორებს.
და მეც ვისწავლე
შეღამებულზე
ამოოხვრით თქმა-
„კიდევ ერთი დღეც
გადავაგორე.“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები