სად გუბდებიან ჰორიზონტზე მიყრილი გზები მდინარეები სად გროვდებიან რად ეგებება დედამიწა სევდის ჩრდილებით მზეს, მზეთუნახავს ოქროსთმებიანს რატომ გვგონია თავი ცოცხალი ყოფნა- არყოფნის შუა გაჩხერილთ რად მოგვეჩვენა ღმერთი გვლოცავდა ადამის შვილად როცა გვაჩენდა. , მან დაიტოვა ცაში ჩიტები სანთლის სკებსა და თაფლში ფუტკრები პეპლებს აჩუქა ლამაზი ფრთები, საცხოვრებლად კი წუთისოფელი, ანუ, ამ ქვეყნად ყოფნა სულ წუთით, ყვავილებზე ფარფატით ტკბობა. ჩვენ გველოდება დიდი დათბობა, თანაც გვარგუნა სხეული სუსტი მიწაზე სადაც გაამეფა ძალა ლომების და ბასრკბილება დიდი კატების. თიხით მოგვხილა საკუარ ხატად, მაგრამ გულზე არ ვეხატებით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|