ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2020


პენსიონერი მინიმა

პირველივე პენსიით
უნდა ვიყიდო
რკინის ბოტასები
და რკინის ჯოხი.

გამოვკეტო ქალაქში ჩემი ქოხი -
წავიდე სამოგზაუროდ.

უნდა მოვიარო
ცხრა მთა,  ცხრა ზღვა,
და სხვა...

სადაც გამიცვდება ბოტასები,
გამიტყდება ჯოხი,
იქ - ახლომახლო,
უნდა ავიშენო სახლი.

მეყოლება ძაღლი,
ბოლო-ბოლო
მეც ხომ დამჭირდება მალე
ერთი ყმუილის გამცემი.

ნინო ქოქოსაძე

2020. 27.05

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები