დაგვიღამდაო აკა სერს, ასე უშენოდ და გურეფშად, ასეთი რა გზები შემასწავლე, ასეთი რა დღეები შემაწიე. როგორ შემასწავლე შენი ქუჩა, ცრემლი გოჯით ან,მუჭისხელა. აწი აისებს ვერ შევცქერი, აწი კარალიოკებს ვინახულებ, შენი ხელებიდან დანასაერი, ნაბიჯებიდან დანახული. ასეთი როგორ შემეყარე, ლამის გამომაყრას პოეზიამ, ასეთი რა ტბები გადავცურეთ, რომელი ნაკადული გამოვტოვეთ იქნებ ავკრიფო ნამცეცები, პურის და წასვლის. იმ შენს მხარეში, განთიადია, არ დაიშრება ის აისი, შენ რომ ელოდი, შენ რომ ეძებდი ის სამხრეთი არ დაიშრება, და იმედები, ვინღა უწყის როგორ დაგვცვივდა, ისე დაგვცვივდა,როგორც ჩვენი ცუდი ჩვევები, როგორ ვომობდით, როგორ ვცდილობდით. როგორ ვიცხოვრეთ. როგორ ვმღეროდით ქუჩა-ქუჩა, ტროტუარებზე, "დაბერდი, შენ ჩემო ნიკორა ჩემო წიქარა" აქ კი ყველაფერს, შენი მარჩხი სხელი ქვია, ნაგვაზაოს ირ ოჭმარეს გელ გურმეჭვია, დო სკან ეზოს გუნოფურინუნს ჯაშე -ჯაშ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2.
რამდენი კარგი ლექსი დაგაწერინათ თვალმარჩხმა ბიჭმა :(
რამდენი კარგი ლექსი დაგაწერინათ თვალმარჩხმა ბიჭმა :(
1. ხომ დაუტოვეთ სიო ბალიშთან? :(
ხომ დაუტოვეთ სიო ბალიშთან? :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|