ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2020


ნ.კ-ს

ნ.კ-ს

როგორ ხარ ჩემო მეგობარო,
ჩემო ნაღვლიანო გურმეჭვიავ,
ხომ არ გწყურია, ხომ არ გცივა?!

ახლა ყველაფერი იოლია,
ქარში წაქცეული როიალიც,
ამღერებული "სი ჩერჩელა"
გულში მახვილივით
მონახვედრი.
თითქოს გიქსოვდე შუაღამით,
გარღვეულ პერანგს,-სულდამფარავს,
სახეზე მთვარე აგაფარე,
ლანჩაც არ გაგიცვდეს მეგობარო.
თავი აღარ გაიციო!

დავდივარ ქვეყნად უგზო-უკვლოდ,
პირზე მოშვებული წვერით,
შენ სევდა ვეღარ ამაცილე,
მე დარდი  ყულფივით მოვირგე,
დარდმა თავისი გაიტანა!
ახლა კი ვზივარ მომლოდინე,
ამდენად ზარმაცი,უარაკო,
ასე მგონია გამეპარე,
სადმე მინდორ-ველში ფეხშიშველი,
ასე მგონია გულისყურით,
სოკოებს არჩევ, ნიყვებია.
დამიბრუნდები ასე სავსე,
მხრებში მოხრილი და მომღიმარი.

სოფლად ტიროდა ვიოლინო,
დაბლა დაფრინავდნენ თოლიები,
მე კი ქარიშხლებს ავედევნე,
ვპოვე საყდარი სამუდამო.

2
როგორ ხარ ჩემო შორეულო,
სევდიანო და გადაღლილო?!
იქნებ გწადია ოკეანე,
თოვა გწადია იისფერი?
შენი კვნესა წამამღერა,
სიარული გადმომედოს შენი.
ახლა  ერთხელ მაინც შემახედა,
როგორ არიან  გარდენიები?!
მანდარინები როგორ არიან?!
ხომ არ ჩამოცვივდნენ ფანჯრებივით,
დამშრალი ენგურივით სახლები.
ქარშიღა დაგვრჩენია საქანელა,
როგორც ნაადრევი თოვლი .
როგორ ხარ ჩემო მეგობარო?
ხომ არ გწყურია,ხომ არ გცივა?!
ბიჭები ნაღვლიანად,
პირზე მოშვებული წვერით,
გახარიასაც ვმარჩიელობთ,.
ჩვენში არცერთია მკვდარი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები