ღმერთო გამხადე იმის ღირსი, რომ დედაჩემივით ღირსეულად გარდავიცვალო შრომით დაღლოლმა, ვალმოხდილმა და განბანილმა წამოზრდილ შვილს მუხლებზე უხმოდ დავადო თავი. დავემშვიდობო წუთისოფელს მეც, უცრემლოდ უმტკივნეულოდ. შვილებისა და შვილიშვილების კეთილი ზრუნვით გარემოცულმა ნეტარ ღიმილით ჩავიძინო და არ გავიღვიძო. ხოლო ჩემმა შთამომავლებმა ამ მძინარე მდუმარებიდან გაიგონონ როგორ ვუბარებ ერთად იყავით! კარგად იყავით!