ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია სიყვარული კი, რა არის ვიცით? ზოგს მასთან ახლოს არც ჩაუვლია ისე გვიმტკიცებს სიყვარულს ფიცით ზოგს გონია, რომ იგი სევდაა და მონატრების ცრემლებიც ერთხანს ზოგისთვის იგი მხოლოდ დედაა სურს დედამისის სახელი ერქვას. ზოგს გონია, რომ ის არის შვილი სარწეველაში მოღუღუნე პაწია ჩვილი ვერც წარმოიდგენს, თუ ყველა ჩვილის თითო მფარველი ანგელოზივით თეთრფრთაგაშლილი უკიდეგანო, უსახელო სიყვარულიც არსებობს ქვეყნად როდესაც ლოცვა შეგიძლია შენივ მტრისათვის მისი სულის გადასარჩენად. რადგან უფალმა გიბრძანა ასე. მხოლოდ ასეთი სიყვარული ყოფილა ღმერთი, ყოვლისმომცველი და უპირობო სიკეთით სავსე.