 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია 15 მარტი, 2021 |
ალინა ფაშფაშა ქალი იყო, ლამაზი, თამარაც. ალინა პატარა ქალაქში ცხოვრობდა, ენგელსის ქუჩაზე, თამარაც. ორივე კარგი ქალი იყო, ხოლო კარგ მეზობელზე , ალბათ გაგიგიათ, " ბევრ ნათესავს სჯობიაო" ან "უერთმანეთოდ პირში ლუკმას არ იდებენო" ან "ერთს რომ მუცელი სტკივა, მეორე ხელს ისვამსო" ასე იტყვიან....
ალინა იყო ქორწილ-ქელეხების ცნობილი თავიქალი, ეს უბრალო ამბავი როდია - დამიჯერეთ! ეს იმას ნიშნავს გაღიარებს მთელი ქალაქი ყველაზე მაგარ მეოჯახედ! იცოდა მამაო ჩვენოსავით - ას კაცზე, ორას კაცზე, სამას კაცზე, რამდენი ისმებოდა-იჭმებოდა, ღვინო და ბორჯომი, პური და თევზეული.
მაგრამ იმაზე მეტი, რომ არ შეიძლება, ცხადია, ჩემი აზრით, არავინ არსებობდა სცოდნოდა თამარასნაირი დატირება!
თამარას გარეშე მკვდარს არ მარხავდნენ ქალაქში. განსაკუთრებულ მოპატიჟეს გაუგზავნიდნენ: "...დაგვდე პატივი, დაგვიტირე მამა, დედა ან ნათესავი" და ესეც, განა დაზარდებოდა?! თან ტირილისას, სულ-სულ ოდნავი წამღერებით, ისეთ სიტყვებს იტყოდა, ისე გულიდან.... ვერც იფიქრებდი, თუ ,ხანდახან, მიცვალებულს არც კი იცნობდა, და ამ მოთქმაზე (ნუ, გარდაცვლილზეც) არა მარტო ის ასი და ორასი კაცი, ქვაც კი ტიროდა!
მე ეჭვი მაქვს, რომ თამარა იყო პოეტი, და არ იცოდა...
და ცხოვრობდნენ ასე გასული საუკუნის ოთხმოციანებამდე:
ალინა თავიქალი -ქართველი, რაჭველი. თამარა მოტირალი, რაჭველი-ებრაელი.
ალინა - "ქალაქის ცენტრალური ბაზარი", თამარა - "გოდების კედელი"
და მოხდა ის, რაც არაერთგზის მომხდარა მსოფლიოს ბევრ პატარა ქალაქში, რაც მოასწავლებს გარდაუვალ მძიმე დროებას, ანუ ქალაქი მიატოვეს ებრაელებმა...
სულ მალე პატარა ქალაქში დაიწყო დიდი ცვლილებების ეპოქა. პირველად ბელადის ძეგლი აყირავდა თეატრის ბაღში, (ეს ჩემმა ძმამ ჩაიდინა. ხოლო ციხეს, მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მამიდაჩემი იყო მაღალი რანგის პარტიული მუშაკი და დედაქალაქიდან მიანიშნეს, რომ ძეგლი ქარიშხალმა შეიწირა)
მერე იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ამბები, რევოლუციები, სამოქალაქო ომები და ვაკხანალია.
ცოტა რომ დაწყნარდა ქალაქი, ენგელსის ქუჩას დაარქვეს თამარის ქუჩა, თამარა არაფერ შუაშია, ცხადია, მაგრამ ალინას გაუხარდა და თამარას მისწერა, თამარასაც გაუხარდა ხაიფაში, მელეხ დავიდის ქუჩაზე.
აღარასოდეს უნახავთ ერთმანეთი ალინას და თამარას. ასე გავიდა წლები....
ამბის დასასრული კი ისეთია, როგორც საერთოდ სიტყვა "დასასრული".
ალინა, მძიმე ავადმყოფი, ერთხელაც ადგა, ამოიღო: კალამი, ფურცელი და ჩამოწერა, როგორც იცოდა, პური -ამდენი, ღვინო იმდენი.... და ბოლო თხოვნა: რამენაირად, გეხვეწებით, ჩემო შვილებო, მიტიროს თამარამ.
ახალი ხილი იყო კომპიუტერი, მაგრამ მოახერხეს! აქეთ ალინას შვილებმა იქედან თამარას შვილებმა გამოსვენებისას ჩართეს სკაიპი. ისევ იმ ქალაქში, ძალიან შორიდან (გულსაკლავად და ოდნავ წამღერებით) მოთქვამდა თვალისჩინჩამქრალი თამარა: "ჩემო ტკბილო მეზობელოოოო, გოგოოო... ცა ჩამომექცაო, რა მეშველებაო, რო ვეღარ გნახავო აწი...."
ხოლო ირგვლივ, კანზე ეკალდაყრილი, ის ასი, ან ორასი ან სამასი კაცი, იდგა თავდახრილი და მდუმარე!
2021. 21.01. ნინო ქოქოსაძე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რენუარ, თქვენ კი ბოდიშს გიხდით, რომ თქვენს გვერდზე მომიწია პასუხის გაცემა....მე ლიტერატორი არ ვარ...არც კრიტიკოსი...არც თავს ვაძლევ უფლებას, ვინმეს რაიმე დავუწუნო და შენიშვნა მივცე...კომენტარებსაც იშვიათად ვწერ.... წარმატებები თქვენ! არავის დაცვა არ გჭირდებათ! რენუარ, თქვენ კი ბოდიშს გიხდით, რომ თქვენს გვერდზე მომიწია პასუხის გაცემა....მე ლიტერატორი არ ვარ...არც კრიტიკოსი...არც თავს ვაძლევ უფლებას, ვინმეს რაიმე დავუწუნო და შენიშვნა მივცე...კომენტარებსაც იშვიათად ვწერ.... წარმატებები თქვენ! არავის დაცვა არ გჭირდებათ!
7. :))) სიცილით ვკვდები ნეფერტარ თქვენს კომენტარზე ჩემს მიმართ. აბა, ასეთი არაადეკვატურობა სერიოზულად როგორ უნდა მიიღო კაცმა?! მე რომ კლანურობას დამაბრალებს აქ ვინმე:))) (ისე, რა საინტერესოა, ეს აზრი საიდან გაგიჩნდათ) სასაცილოა აბა რა არის,სატირალი რომ არ იყოს! მერე და მეორეც: თქვენ ვინ ხართ, რომ მაძალებთ შეფასებას და კომენტარის დატოვებას? რა თქვენი საქმეა რას მოვიწონებ, და სად რა კომენტარს დავტოვებ? ანდა თქვენი შეხედულებისამებრ რატომ უნდა მივიჩნიო რამე შედევრად და ვინმე გენიოსად? რა ბედნიერებაა,რომ თურმე არ მოგწონთ ჩემი შემოქმედება! :))) სიცილით ვკვდები ნეფერტარ თქვენს კომენტარზე ჩემს მიმართ. აბა, ასეთი არაადეკვატურობა სერიოზულად როგორ უნდა მიიღო კაცმა?! მე რომ კლანურობას დამაბრალებს აქ ვინმე:))) (ისე, რა საინტერესოა, ეს აზრი საიდან გაგიჩნდათ) სასაცილოა აბა რა არის,სატირალი რომ არ იყოს! მერე და მეორეც: თქვენ ვინ ხართ, რომ მაძალებთ შეფასებას და კომენტარის დატოვებას? რა თქვენი საქმეა რას მოვიწონებ, და სად რა კომენტარს დავტოვებ? ანდა თქვენი შეხედულებისამებრ რატომ უნდა მივიჩნიო რამე შედევრად და ვინმე გენიოსად? რა ბედნიერებაა,რომ თურმე არ მოგწონთ ჩემი შემოქმედება!
6. მზიანე,
სად არის თქვენი პოზიცია ამ ლექსთან მიმართებით? - არ არის. რატომ? იმიტომ რო მე დამდევთ თქვენ და სულ არ გაინტერესებთ მაღალი პოეზია! კლანის წევრი ხართ. პოლუსიდან იგრძნობა ეგ. ახლა წავიკითხე და კომენტარიც ახლა დავწერე. თვეებია არ შემოვსულვარ, მხოლოდ წინა დღეებში მოვიცალე. რა მიკვირს ? - მაგალითად თქვენი შური/უუნარობა -გაარჩიოთ კარგი და ცუდი. ოღონდ, თინეიჯერი დიდი ხანია არ ხართ, იცით რომ თქვენი ნაწერები, ყველა ერთად, ამ ლექსთან მიახლოებულიც კი არ არის. ჰოდა როცა შედევრს აღმოაჩენთ , ისიც ჩემი დახმარებით, ჯერ მადლობა უნდა მითხრათ და შემდეგ ნაწერზე უნდა გამოხატოთ პოზიცია. პარდონ, თუ არ მოგეწონებათ ეს კომენტარი, მაგრამ გაუმარჯოს სიმართლეს!
მზიანე,
სად არის თქვენი პოზიცია ამ ლექსთან მიმართებით? - არ არის. რატომ? იმიტომ რო მე დამდევთ თქვენ და სულ არ გაინტერესებთ მაღალი პოეზია! კლანის წევრი ხართ. პოლუსიდან იგრძნობა ეგ. ახლა წავიკითხე და კომენტარიც ახლა დავწერე. თვეებია არ შემოვსულვარ, მხოლოდ წინა დღეებში მოვიცალე. რა მიკვირს ? - მაგალითად თქვენი შური/უუნარობა -გაარჩიოთ კარგი და ცუდი. ოღონდ, თინეიჯერი დიდი ხანია არ ხართ, იცით რომ თქვენი ნაწერები, ყველა ერთად, ამ ლექსთან მიახლოებულიც კი არ არის. ჰოდა როცა შედევრს აღმოაჩენთ , ისიც ჩემი დახმარებით, ჯერ მადლობა უნდა მითხრათ და შემდეგ ნაწერზე უნდა გამოხატოთ პოზიცია. პარდონ, თუ არ მოგეწონებათ ეს კომენტარი, მაგრამ გაუმარჯოს სიმართლეს!
5. ძალიან ვერიდები ამ სივრცეში ვინმესთან პოლემიკაში შესვლას....და ზოგადადაც, არ გამოვირჩევი აქ დიდი აქტიურობით....მაგრამ და მაგრამ....წეღან კომენტარებს გადავხედე და ნეფერტარისასს ,,წამოვყევი""...აღმოჩნდა ნეფერტარ, რომ თქვენც ახლა წაგიკითხავთ:))) ან შეიძლება მანამდეც, მაგრამ კომენტარი არც თქვენ დაგიტოვებიათ როგორც ჩანს და მიკვირს რატომ გიკვირთ სხვების?:))) ძალიან ვერიდები ამ სივრცეში ვინმესთან პოლემიკაში შესვლას....და ზოგადადაც, არ გამოვირჩევი აქ დიდი აქტიურობით....მაგრამ და მაგრამ....წეღან კომენტარებს გადავხედე და ნეფერტარისასს ,,წამოვყევი""...აღმოჩნდა ნეფერტარ, რომ თქვენც ახლა წაგიკითხავთ:))) ან შეიძლება მანამდეც, მაგრამ კომენტარი არც თქვენ დაგიტოვებიათ როგორც ჩანს და მიკვირს რატომ გიკვირთ სხვების?:)))
4. და ცხოვრობდნენ ასე გასული საუკუნის ოთხმოციანებამდე: ალინა თავიქალი -ქართველი, რაჭველი. თამარა მოტირალი, რაჭველი-ებრაელი. ალინა - "ქალაქის ცენტრალური ბაზარი", თამარა - "გოდების კედელი" + + + აქ რომ სამი კომენტარის მეტი არ არის, მესამე თვეა, რა უნდა იფიქროს გონიერმა ადამიანმა... მაინტერესებს რას კითხულობთ საერთოდ, წერაზე ლაპარაკიც არ არის ცხადია. და ცხოვრობდნენ ასე გასული საუკუნის ოთხმოციანებამდე: ალინა თავიქალი -ქართველი, რაჭველი. თამარა მოტირალი, რაჭველი-ებრაელი. ალინა - "ქალაქის ცენტრალური ბაზარი", თამარა - "გოდების კედელი" + + + აქ რომ სამი კომენტარის მეტი არ არის, მესამე თვეა, რა უნდა იფიქროს გონიერმა ადამიანმა... მაინტერესებს რას კითხულობთ საერთოდ, წერაზე ლაპარაკიც არ არის ცხადია.
3. ყოველ წაკითხვაზე "კანზე ეკალდაყრილი " ვარ...
ყოველ წაკითხვაზე "კანზე ეკალდაყრილი " ვარ...
2. ძალიან, ძალიან მომეწონა, სევდანარევი ღიმილიანი. რა გამძლეობა მეორედაც წავიკითხავ. ძალიან, ძალიან მომეწონა, სევდანარევი ღიმილიანი. რა გამძლეობა მეორედაც წავიკითხავ.
1. გამარჯობა:) იდო ამ ტექსტის აუდიო ვერსია. გადავწყვიტე ტექსტის გამოქვეყნება. აბა თქვენ იცით, გამძლეობას გისურვებთ:* გამარჯობა:) იდო ამ ტექსტის აუდიო ვერსია. გადავწყვიტე ტექსტის გამოქვეყნება. აბა თქვენ იცით, გამძლეობას გისურვებთ:*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|