სადღაც შორსაა ზღვები, რომელშიც განძის კუნძული უნდა გვეძებნა. გემით წახვედი, მეც არ მოგელი, რადგან მომტაცა თვალი ედემმა. მე ახლა ვეტრფი თავად სიცოცხლეს, განძის პოვნას კი აღარ დავეძებ. მას ვამჯობინებ თავგადასავლებს მივედ-მოვედე სხვა ასპარეზებს. საინტერესო მიყვარს ცხოვრება პოეზიით და გრძნობებით სავსე. ამ არჩევანზე რომ ვერ შევთანხმდით ალბათ ამიტომ დავშორდით ასე. შენ ზღვებსაც მხოლოდ იმისთვის სერავ, გინდა ურიცხვი იპოვნო განძი. ყოფნა თუ ქონა? რთული სათქმელად რადაა შენთვის თუ შეგიყვარდი?!