ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2021


პოეზიისა და ტკივილის შესახებ.

ვიღაც სულელებმა დაიჯერეს,
რომ ლექსი მხოლოდ ტკივილია
მთელი სამყაროს დარდია და
თავგანწირული კივილია
სულ ერთ სტრიქონში
ჩატევაა,  განზოგადება                                                                                                                                                 
  და არა მხოლოდ  გაზიარება
შენი განცდების ამ სამყაროსთვის.
რადგან სხვითვის საინტერესოდ
არც უცხოვრიათ.  არც თავის დარდის
ნათელი მხარე არ დაუნახავთ.
მათ, ასე სუსტებს სად შეუძლიათ
მარტოობაში რომ გაიზარდონ 
და რომ გადარჩნენ დაეძებენ თავისნაირებს
გროვდებიანნ, ქმნიან პრაიდებს. რომ
ერთმა მეფემ მათმა მსგავსმა და რაღაცით
განსხვავებულმა, სხვებზე  ძლიერმა დაიცვას ყველა.                                                                                         
      მერე კი თითქოს იტანჯებიან მისი მონობით
არც ის იციან რა გააკეთონ, როგორ მოიქცნენ.
საით გაფრინდნენ. როგორც არ იცის  ჭრელმა პეპელამ.                                                                                                                   
    ტირიან მწარედ. ერთმანეთს ცრემლებს უზიარებენ და
იხრჩობიან იმავ წუმპეში თავისი ცრემლით რომ დააყენეს.                                                                           
      დაურიგებენ, მიანიჭებენ  ერთმანეთს ხოლმე
გამოგონილ ჯილდო სიგელებს. პრიზებს, პრემიებს
ამით ტკბებიან.  უკვდავებას ეზომებიან რც კი იციან,
როგორია ყოფნა უმზეოდ...  თუ ფრენა გიყვარს,
ანგელოზი კი გაგიწყრება. ცად არ წაგიყვარს
და დემონივით სისხლიან ასფალტს დაენარცხები
ამიტომ არ მწამს მე, ტკივილის ამ ფანატების
და მჯერა მისი, ვინც მათზე იტყვის _
"მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს“


 




 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები